დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/02/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.017184 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (11/02/2013 - 17/05/2013)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები“. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხის ფარგლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებს და წარდგენილი და განხილული უნდა იქნეს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები |
მუხლი 1 |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (შემდგომში - ფონდი) ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების (შემდგომში ‑ პროექტი) განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოყენების, ადგილობრივი და რეგიონული პრობლემების წარმოჩენისა და გადაწყვეტისას თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ამ დადგენილებით ისაზღვრება პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტები მოიცავს რეგიონებში გზების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ბორდიურების, ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციას; წყალგაყვანილობას, წყალარინებას; ხიდების რეაბილიტაციას; გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციას; სასმელი წყლის ჭაბურღილების და სისტემების მოწყობას; საკანალიზაციო სისტემების და მყარი ნარჩენების მართვას; საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთებას/რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურულ, აგრეთვე თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარებისთვის საჭირო პროექტებს. 3. ამ დადგენილების მიზნებისათვის პროექტი რეგიონულად განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს ორ ან მეტ თვითმმართველ ერთეულს. 4. დასაშვებია ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტის თანადაფინანსება კანონმდებლობით გათვალისწინებული და ნებადართული სახსრებით. |
მუხლი 2 |
1. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევა მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
ა) ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტის თაობაზე საპროექტო წინადადებას ამზადებს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წარუდგენს თვითმმართველი ერთეული (ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების შემთხვევაში) ან სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი (რეგიონული პროექტების შემთხვევაში) ამ დადგენილებით დამტკიცებული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი №1); ბ) ამ დადგენილებით განსაზღვრული პროექტების ინიციირება იწყება საპროექტო წინადადების მოწონების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილების, ხოლო რეგიონული პროექტების შემთხვევაში - საკრებულოების გადაწყვეტილების შემდეგ; გ) რეგიონული პროექტების მომზადებასა და ინიციირებაზე უფლებამოსილია სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით; დ) სამინისტრო შეისწავლის წარმოდგენილ საპროექტო წინადადებას და ამ დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებთან მისი შესაბამისობის შემთხვევაში, განსახილველად წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას (შემდგომში ‑ კომისია), რომლის უფლებამოსილება დადგენილია „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის N 297 დადგენილებით; ე) საპროექტო წინადადებაზე კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, სრული საპროექტო დოკუმენტაციის (შემდგომში - საპროექტო დოკუმენტაცია) მოსამზადებლად საჭირო ხარჯების დაფინანსებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს განკარგულების პროექტს ფონდიდან აღნიშნული ხარჯების დასაფინანსებლად თვითმმართველი ერთეულებისათვის ან/და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე. შესაძლებელია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში (დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ამ ვადის გადაწევა სამინისტროსთან შეთანხმებით) შესაბამისი თვითმმართველი ერთეული ან/და სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ამზადებს საპროექტო დოკუმენტაციას და დანართი №2-ით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად წარუდგენს სამინისტროს; ზ) სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციას და ინფორმაციას განსახილველად წარუდგენს კომისიას; თ) კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 10%-ით ან მეტით აღემატება საპროექტო წინადადებით განსაზღვრულ პროექტის სავარაუდო ღირებულებას; ი) კომისიის მიერ მოწონებული საპროექტო დოკუმენტაცია და დანართი №2-ით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაეცემა სამინისტროს, რომელიც აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს პროექტების დაფინანსების თაობაზე. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს განკარგულების პროექტს ფონდიდან შესაბამისი პროექტის დასაფინანსებლად თვითმმართველი ერთეულისათვის ან სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე. |
მუხლი 3 |
საპროექტო წინადადებებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) საპროექტო წინადადებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა კონკრეტული რეგიონის განვითარების სტრატეგიასთან და მოცემული თვითმმართველი ერთეულის განვითარების პროგრამასთან (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა საპროექტო წინადადების შერჩევისა და პროექტის განხორციელების პროცესში; გ) პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა; დ) თვითმმართველი ერთეულის საწარმოო-ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება; ე) ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ვ) ადგილი არა აქვს სხვა ორგანიზაციების პროგრამებსა და აქტივობებთან დუბლირებას; ზ) მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის, საბინაო-კომუნალური მომსახურების სფეროებში, აგრეთვე მოსახლეობის უსაფრთხო, ეკოლოგიურად ჯანსაღი და კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფა. |
მუხლი 4 |
1. სამინისტრო, მისი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მონიტორინგს ამ დადგენილების საფუძველზე შერჩეული და ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობასა და შესრულებაზე. 2. თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, თითოეული დაფინანსებული პროექტის დასრულებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში, სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას პროექტის განხორციელების შედეგების შესახებ. 3. სამინისტრო აანალიზებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას და კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული პროექტების თაობაზე წელიწადში ორჯერ - არა უგვიანეს 20 იანვრისა და 20 ივლისისა.
|
მუხლი 5 |
1. კომისია ყოველწლიურად უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას და წარუდგენს საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად. 2. სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას თვითმმართველი ერთეულებისა და ხელმწიფო რწმუნებულებისათვის - გუბერნატორებისათვის.
|
დანართი №1
|
საპროექტო წინადადება |
თავფურცელი (გთხოვთ წარმოადგინოთ დაბეჭდილი სახით) პროექტის წარდგენის თარიღი:
|
დანართი №2
|
ინფორმაცია
----------------------- განსახორციელებელი პროექტის შესახებ
(სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ან თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერა, ბეჭედი და თარიღი). |
დოკუმენტის კომენტარები