„სახანძრო–ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახანძრო–ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.016170
144
01/03/2013
ვებგვერდი, 04/03/2013
140060000.22.034.016170
„სახანძრო–ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №144

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №374 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყე­ნე­ბის ნორმატივების“ №1 დანართის:

ა) პირველი და მე-2 მუხლები  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.

1. სახანძრო–ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები (შემდგომში – ნორმატივები) შემუშავებულია  „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

2. ნორმატივები ადგენს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების, საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის, სამაშველო დანაყოფების ცალკეული თანამშრომლების, გათვლების, მორიგე ცვლების, აგრეთვე სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მსმენელების (შემდგომში პირადი შემადგენლობა) წინაშე დასახული კონკრეტული ამოცანების, მათ შორის სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა, სამაშველო მოწყობილობების გამოყენების და მოქმედებაში მოყვანის ვადებს, ხარისხისა და დროის მაჩვენებლებს.

მუხლი 2.

ნორმატივების შესრულება ხელს უწყობს ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას პირადი შემადგენლობის წინაშე დასახული ამოცანების, მოქმედებათა ხერხებისა და წესების დახვეწას, სახანძრო-ტექნიკური საშუალებების და სამაშველო მოწყობილობების გამოყენების შესწავლას, მათი მოქმედებაში მოყვანის ვადების შემცირებას.  ნორმატივების გამოყენებით შესაძლებელი ხდება დადგინდეს პირადი შემადგენლობის მომზადების დონის განსაზღვრის  ობიექტური, ერთიანი მიდგომები და შეფასების კრიტერიუმები.“.

ბ) მე-20 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირადი შემადგენლობის, გათვლის, მორიგე ცვლის მიერ ნორ­მა­ტივის შე­ს­რუ­ლების შეფას­ება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო და საავარიო–სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ნორმატივების შესრულების პირობებისა და ნორმების (დანართი №3) გათვალისწინებით, განისაზღვრება:“.

გ) 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 24

შესწორების კოეფიციენტები, რომლებიც  ითვალისწინებს ზამთრის პირობებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას, გარემოს ტემპერატურის ზემოქმედებას, ასაკისა და ვარჯიშების შესრულების ფაქტორების ზემოქმედებას, მოყვანილია №2 დანართში, ხოლო სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ნორმატივების შესრულების პირობები და ნორმები - №3 დანართში.

მუხლი 25

1. ,,სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 23-ე მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნორმატივების შესრულება მოწმდება ინსპექტირების ჩა­ტა­რე­ბი­სას, სა­ხან­ძ­რო-სა­­მა­შველო დანაყოფების შემაჯამებელი შემოწმებების დროს, აგრეთ­ვე გეგ­მურ და საკონ­ტ­რო­­­ლო მეცა­დი­ნე­ო­ბებსა და სწავლებებზე.

ცალკეული ნორმატივები და მათი შეფასების კრიტერიუმები ასევე გამოიყენება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით მსმენელთა პრაქტიკული სწავლებისას, შესაბამის საგანში გამოცდის ან ჩათვლის დროს.

 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის  №1.1; 2.1; 3.2; 4.3; 7.7; 7.8; 9.3; 10.3; 10.4; 12.2; 13.4 პუნქტებში მოყ­ვა­ნი­ლი ნორმატივების შესრულება სავალდებულოა  შემოწმდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ   სა­ხანძრო-სამაშველო და­ნა­ყო­ფე­ბის ინსპექტირების, შემაჯამებელი შე­მო­წ­­მე­ბების და სა­კონ­ტროლო მეცა­დი­ნე­ო­ბების  დროს. ნორ­მა­ტივი შეიძლება შესრულდეს რამდენჯერმე, მაგრამ არა უმეტეს სამი ჯერისა. ნორ­მატივის შეს­რუ­ლების შეფასება განი­საზ­ღვრება საუკეთესო შედეგის მიხედვით.

 3. სასწავლო წლის დასაწყისში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების, საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებიც  პასუხისმგებელნი არიან დანაყოფებში პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებაზე, ადგენენ წლის მანძილზე შესასრულებელი ნორმატივების ნუსხას სამსახურებრივი ფუნქციების, აღჭურვილობის და დასაცავი ორგანიზაციის ოპერატიულ-ტექნიკური თავისებურებების გათვალისწინებით. შესასრულებელი ნორმატივების ნუსხა მტკიცდება დანაყოფების მართვის ორგანოს და დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ.

პირადი შემადგენლობისათვის ნორმატივებით გათვალისწინებული ვარჯიშები ტარდება დღის განაწესის და სასწავლო განრიგის შესაბამისად ინდივიდუალურად ან გათვლის, მორიგე ცვლის შემადგენლობაში, არანაკლებ ერთხელ, ორი სამორიგეო დღე–ღამის მანძილზე.“. 

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3  ჩამოყალიბდეს თანდართული  რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი