დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1870 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/03/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12(19), 06/04/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.090.060.05.001.000.510 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში სიტყვები „1999 წლის 1 იანვრიდან“ და „1999 წლის 1 ივლისიდან“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „2000 წლის 1 იანვრიდან“ და „2000 წლის 1 ივლისიდან“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 19 მარტი.
№1870-IIს
დოკუმენტის კომენტარები