დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330110000.10.003.017178 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25/11/2010, მუხლი 2185) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №3-ის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნუმერაციის ახალი სისტემა ითვალისწინებს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების შემდეგ უნიფიცირებულ ერთიან სამნიშნა სპეციალურ მოკლე ნომრებს: სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 111, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი – 112, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი – 113, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 114, საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 122, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 125, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 126 და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთიანი სამნიშნა ნომერი – 153.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №3
|
|
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები