„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 206-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.016899
206-რს
18/01/2013
ვებგვერდი, 28/01/2013
140080000.05.001.016899
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996,  გვ. 15)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელის­უფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით.“.

    2. მე‑4 მუხლის:

    ა) პირველი პუნქტის:

     ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე;“;

    ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები და მათი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;“;

    ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.

    4. აკრძალულია სახელმწიფო  დაცვის  სპეციალური  სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

     3. მე‑5 მუხლის:

     ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე;“;

     ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

     გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან მოეხსნას:

   ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

   ბ) საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს;

  გ) „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებს;

    დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სხვა პირებს.

    4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო  თანამდებობის პირს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დაენიშნოს პერსონალური დაცვა.“;

    დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებსა და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო შენობა-ნაგებობებს.

   7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხას და დაცვის ობიექტთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

    4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის I1 თავი:

„თავი I1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაცია, უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი

 

    მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური

    1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, აგრეთვე პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული ობიექტების დაცვას, ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ უფლებებს და ასრულებს ამავე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს.

    2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურზე ვრცელდება ამ კანონის მე-2 და მე-3 მუხლების დებულებები.

 

    მუხლი 53. საქართველოს პრეზიდენტის  დაცვის  სპეციალური სამსახურის ამოცანები

    1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას:

   ა) საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში;

    ბ) საქართველოს პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული ობიექტები.

  2. საქართველოს პრეზი­დენტის დაცვის სპეციალური სამსახური საკუთარი ამოცანების შესასრულებლად იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომ­სახურების უზრუნველყოფის საშუალებებს.

  3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.

  4. აკრძალულია საქართველოს პრეზიდენტის დაცვის  სპეციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვა­ლისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

  5. პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

   მუხლი 54. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაცია

 1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ცენტრალიზებული სისტემაა.

  2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

  3. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

   4. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თავის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის სისტემაში აქვს ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული კომპეტენცია, გარდა იმავე მუხლის  მე-2 პუნქტის „ე“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა.

 

  მუხლი 55. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები და მოვალეობები

   საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებებსა და მოვალეობებზე ვრცელდება ამ კანონის III თავით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დადგენილი დებულებები. ამასთანავე, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმავე თავით განსაზღვრულ უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

   მუხლი 56. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის წესი და თანამშრომლები  

   1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლაზე ვრცელდება ამ კანონის   51 მუხლის დებულებები.

   2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებზე ვრცელდება ამ კანონის IV–V თავების დებულებები. ამასთანავე, იმავე თავებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

 

  მუხლი 57. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

  1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

  2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრა­ლიზებული რესურსებით.

    3. საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით დადოს ხელშეკრულებები.

  4. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის მიწის ნაკვეთები, შენობები, ნაგებობები, საწარმოები, მოწყობილობები, საქარ­თველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ან სხვა სახსრებით შეძენილი ან შექმნილი ქო­ნება სახელმწიფო საკუთრებაა.

 

   მუხლი 58. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა

  1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორ­მითა და წესით.

   2. საქართველოს პრეზიდენტი ისმენს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ და ამტკიცებს სამსახურის საქმიანობის პროგრამას.

   3. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ზედამხედველობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“.

     5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

    6. მე-7 მუხლის:

    ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

    ბ) მე-2 პუნქტის:

    ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს);“;

   ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას;“.

   7. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „გ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრში დატოვებით დანიშნოს სამსახურის თანამშრომლები სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;“.

   8. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით;“.

   9. 10მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. თანამშრომლის ზღვრული ასაკი „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.“.

   10. 10მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევისა და მომზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

   11. 10მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 103. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფორმა

  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს. ტანსაცმლის ფორმა დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

   12. 104 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

   13. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ეს კანონი, საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.“.

   14. მე-15 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

    15. 15მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის წახალისების წესი დგინდება სამსახურის დისციპლინური წესდებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

    16. 15მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ა) დანიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით;“.

    17. მე-17 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „11. საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის დაად­გინონ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.“.

    18. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 20. საქართველოს მთავრობის კონტროლი

    საქართველოს მთავრობა ისმენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსა­ხურის უფროსის ანგარიშს სამსა­ხურის საქმიანობის შესახებ და ამტკიცებს სამსა­ხურის საქმიანობის პროგრამას.“.

 

   მუხლი 2

   საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორ­განი­ზაციის მიზნით ამ კანონის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში  შექმნას შესაბამისი კომისია საქართველოს მთავ­რობისა და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

 

   მუხლი 3

   ამ კანონის შესრულების მიზნით:

  ა) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძ­ველზე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს „საქარ­თვე­ლოს 2013 წლის სა­ხელმ­წიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;

   ბ) საქართველოს პრეზიდენტმა და აღმასრულებელი ხელი­სუფლების შე­საბამისმა დაწესებულებებმა გამოს­ცენ (მიიღონ) სათანადო სამართლებრივი აქტე­ბი;

  გ) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისათვის იმ ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტების წარდგენა, რომლებიც საჭიროებს ამ კანონთან შესაბამისობას.

 

   მუხლი 4

  საქარ­თველ­ოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსა­ხურის შექმნამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უზრუნ­ველყოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების შეს­რუ­ლება.

 

   მუხლი 5

   1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 იანვარი 2013 წ.

N206-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.