„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.016732
21
16/01/2013
ვებგვერდი, 16/01/2013
010210040.08.002.016732
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №21

2013  წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების:
ა) მე-3 მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მრჩევლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლების უფლება-მოვალეობებს და მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.“;

ა.გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ერთ-ერთი მოადგილე ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, რომელთაც (ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების გარდა) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი