აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე

აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 31/12/2012
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
07
31/12/2012
ვებგვერდი, 10/01/2013
010340000.44.064.016003
აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/01/2013 - 13/01/2014)

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №07

2012 წლის 31 დეკემბერი

. თბილისი

 

აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე

   საქართველოს კანონის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ:

1. დამტკიცდეს  აკრედიტაციის სისტემის თანდართული წესები და პროცედურები:

 

ა) საკ 1.1:2012 – „აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურები;

ბ) საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესი“;

გ) საკ 1.3:2012 – „წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი  ლაბორატორიების  სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე  აკრედიტაციისათვის“;

დ) საკ 1.4:2012 – „წესები და პროცედურები სამედიცინო  ლაბორატორიების სსტ/ისო 15189:2011-თან შესაბამისობაზე  აკრედიტაციისათვის“;

ე) საკ 1.5:2012 – „წესები და პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;

ვ) საკ 1.6:2012 – „წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;

ზ) საკ 1.7:2012 – „წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების ისო/იეკ 17021:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

თ)  საკ 1.8:2012 – „წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;

ი)   საკ : 1.9:2012 – „აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები“;

კ)   საკ 1.10:2012 - „აკრედიტებულ პირთა  რეესტრის წარმოების წესი“;

ლ)  საკ 1.11:2012 – „აპელაციებისა და საჩივრების განხილვის პროცედურა“;

მ)  საკ 1.12:2012 –„აკრედიტაციის ლოგო, აკრედიტაციის ნიშანი და მათი გამოყენების წესები“.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე სსიპ  “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს  გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის  N 1 ბრძანებით  დამტკიცებული შემდეგი დოკუმენტები:

 

ა) - სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს აკრედიტაციის წესები და  პროცედურები -საკ  1.1 : 2006;

ბ) – “ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიების აკრედიტაციისადმი” - საკ 1.2 : 2006; (სახელმძღვანელო დოკუმენტი სსტ ენ 45001 : 2006 და სსტ ისო/იეკ 17025 : 2006 სტანდარტების გამოსაყენებლად);

გ) – “ზოგადი მოთხოვნები შესაბამისობის შეფასების ორგანოების (სერტიფიკაციის ორგანოების) აკრედიტაციისათვის” – საკ 1.3 : 2006; (სახელმძღვანელო დოკუმენტი სსტ ენ 45011 : 2006 სტანდარტის გამოსაყენებლად);

დ) – ,,აკრედიტებული პირების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის ზედამხედველობის ჩატარების წესი” - საკ 1.4 : 2006;

ე) – “აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოების წესი” - საკ 1.5 : 2006;

ვ) – აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს რეგლამენტი საკ 1.6 : 2006;

 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი “ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნები _ საკ. 1.7 : 2007”-ის დამტკიცების შესახებ” სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს გენერალური დირექტორის 2007 წლის 20 ივნისის  №03 ბრძანება.

 

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკ 1.8:2011 – წესები და პროცედურები საინსპექციო ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ დამტკიცების თაობაზე სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორის 2011 წლის 21 მარტის №05 ბრძანება.

 

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“–ს გენერალური დირექტორიპაატა გოგოლიძე
5. 03/10/2018 - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება - 01-1 - ვებგვერდი, 05/10/2018 4. 02/06/2017 - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება - 01-2 - ვებგვერდი, 05/06/2017 3. 18/05/2016 - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება - 10 - ვებგვერდი, 20/05/2016 2. 07/07/2015 - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება - 09 - ვებგვერდი, 09/07/2015 1. 13/01/2014 - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება - 08 - ვებგვერდი, 15/01/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას