დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 488 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/12/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017159 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2012 - 27/04/2015)
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის, 103-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ |
მუხლი 1. გამოყენების სფერო
ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად და ადგენს ამავე კოდექსის მე-18 მუხლში მითითებული ობიექტების ზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს, რომელთა მიხედვითაც ეს ობიექტები ჩაითვლებიან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებად (შემდგომში _ ობიექტი). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ტერმინთა განმარტებები. მუხლი 3. ატრაქციონის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ატრაქციონი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს სანახაობრივ - გასართობად განკუთვნილ დროებით ან მუდმივად დამონტაჟებულ 0,3 მ/წმ და მეტი სიჩქარის უწყვეტად მოძრავი (როდესაც მოძრავ გონდოლაში ჩასხდომისათვის საჭიროა მგზავრის თანმხვედრი მოძრაობა) ან 1,5 მ/წმ და მეტი სიჩქარის მქონე ელექტრომექანიკურ მოწყობილობას ან/და კონსტრუქციას ადამიანთა გადასაადგილებლად, რომელსაც გააჩნია 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან 3,5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმიანი ან/და კონსოლიანი რთული საინჟინრო სივრცითი ნაგებობა. მუხლი 4. საბაგირო გზის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება საბაგირო გზა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მოიცავს რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარ ერთიან სტაციონალურად დამონტაჟებულ სისტემას და განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად მოძრავი შემადგენლობით ან საბუქსირე მოწყობილობებით, სადაც დაკიდება და/ან გაწევა უზრუნველყოფილია სამოძრაო მარშრუტის გასწვრივ განლაგებული ბაგირების მეშვეობით, როგორიცაა: ა) კიდული ბაგირგზა, სადაც კაბინები დაკიდებულია და/ან გადაადგილდება ერთი ან მეტი გამწევი ბაგირით. ამგვარი ბაგირგზა შესაძლოა იყოს გონდოლებიანი და სავარძლიანი საწეველებით; ბ) სათრეველა საწეველები, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი აღჭურვილობით გადაადგილდება ბაგირის საშუალებით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება: ა) სოფლის მეურნეობის მიზნით გამოყენებულ მოწყობილობებზე; ბ) საგამოფენო და/ან გასართობ პარკებში გამოყენებულ სტაციონალურ ან მოძრავ მოწყობილობაზე, რომელიც განკუთვნილია დასვენების მიზნისათვის და არა მგზავრთა გადასაყვანად; გ) სამთო მომპოვებელ და სამრეწველო დანიშნულების მოწყობილობებზე; დ) ბაგირ-მართვად ბორანებზე. მუხლი 5. ფუნიკულიორის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ფუნიკულიორი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად, გააჩნიათ დახრილი სარელსო გზებზე მოძრავი, თვლებზე ან მზიდ მექანიზმებზე მდგარი სატრანსპორტო საშუალებები, სადაც გაწევა უზრუნველყოფილია ერთი ან მეტი ბაგირით ვაგონისაგან განცალკევებულად დამონტაჟებული ამძრავი მექანიზმის მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება: ა) ბაგირის საშუალებით გადაადგილებად ტრამვაებზე; ბ) სოფლის მეურნეობის მიზნით გამოყენებულ მოწყობილობებზე; გ) სამთო მომპოვებელ და სამრეწველო დანიშნულების მოწყობილობებზე; დ) კბილანური სარკინიგზო გზებზე; ე) ჯაჭვით-ამძრავიან მოწყობილობებზე. მუხლი 6. საქვაბე დანადგარის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება საქვაბე დანადგარი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს წნევაზე მომუშავე რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარ ერთობლიობას (ქვაბის დოლები, დამაკავშირებელი მილგაყვანილობა, ორთქლის გადამხურებელი, ეკონომაიზერი, არმატურა, მკვებავი ტუმბოები) ინტეგრირებულს ფუნქციონალური მთლიანობისათვის, რომლის დანიშნულებაა 1100C–ზე მეტ ტემპერატურაზე ორთქლის ან გადახურებული წყლის წარმოება, როდესაც წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის (ჭურჭლის) მოცულობა აღემატება 300 ლიტრს. ასევე ამავე მოცულობის მაღალტემპერატურულ ორგანულ თბომატარებელზე მომუშავე: ა) ორთქლის ქვაბებზე 0,5 ბარზე მეტი სამუშაო წნევით; ბ) სითხიან ქვაბებზე, რომლებშიც სითხის ტემპერატურა აღემატება ამავე სითხის 0,5 ბარი წნევის შესაბამის ნაჯერობის ტემპერატურას, როდესაც წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის (ჭურჭლის) მოცულობა აღემატება 300 ლიტრს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება: ა) იმ საქვაბე დანადგარზე, რომელიც დადგმულია გემებზე, სხვა მცურავ საშუალებებზე და სარკინიგზო ლოკომოტივებზე; ბ) სპირალურ (უდოლო) ქვაბებზე; გ) ატომური ელექტრო სადგურების თბოენერგეტიკულ დანადგარებზე; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების საქვაბე დანადგარზე. მუხლი 7. წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს კორპუსს, რომელიც დაპროექტებულია და დამზადებულია დენადი (გაზები; თხევადი, გათხევადებული და გახსნილი გაზები) არეების წნევის ქვეშ მოსათავსებლად, სხვა მოწყობილობებთან უშუალო მიმაგრების ელემენტების ჩათვლით, გააჩნია 120 ლიტრზე მეტი მოცულობa, გათვალისწინებულია 0,5 ბარზე მეტ წნევაზე მუშაობისათვის და რომლის წნევის PS და მოცულობის V ნამრავლი აღემატება I ჯგუფის არეებისათვის 500 ბარი×ლიტრს, ხოლო II ჯგუფის არეებისათვის 10 000 ბარი×ლიტრს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება: ა) ტურბინების, გენერატორების და ტუმბოების შეზეთვისა და ჰერმეტიზირების სისტემაში შემავალ ჭურჭლებზე; ბ) ჭურჭლებზე, რომლებიც ჩართულია ნავთობისა და გაზის მომპოვებელ დახურულ სისტემაში და არის მათი კონსტრუქციული შემადგენლობის ელემენტი; გ) ჭურჭლებზე, რომლებიც წნევის ქვეშ იმყოფებიან პერიოდულად მათში მოთავსებული არეებისაგან დაცლისათვის; დ) სამედიცინო მანიპულაციებისთვის განკუთვნილ წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე; ე) შეკუმშული და გათხევადებული გაზების შემცველ ჭურჭლებზე, რომელთა დანიშნულებაა სატრანსპორტო საშუალებების, ძრავების საწვავით უზრუნველყოფა; ვ) ბირთვულ ობიექტებზე გამოსაყენებელ წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე; ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე გამოსაყენებელ წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე. მუხლი 8. ამწე მოწყობილობის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ამწე მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს ტვირთის ასაწევ და გადასაადგილებელ მექანიზებულ, ისრიან, კოშკურა, ხიდური ტიპის, 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობის ამწე სატრანსპორტო მანქანას, რომელსაც გააჩნია: ა) ისრიანი ამწის შემთხვევაში _ ამწის გადაადგილების, მობრუნების და ისრის გაწვდომის ცვლილების მექანიზმები; ბ) ელექტრული პულტით მართვადი ხიდური ტიპის ამწის შემთხვევაში -10 ტონა და მეტი ტვირთამწეობა; გ) ბაგირზე ჩამოკიდებული ტვირთსატაცი მოწყობილობები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება: ა) ამწე მოწყობილობაზე, რომელიც დამონტაჟებულია საზღვაო, სამდინარო და სხვა მცურავ საშუალებებზე; ბ) ექსკავატორებზე, რომლებიც განკუთვნილია მიწის სათხრელი სამუშაოებისთვის; გ) სპეციალური დანიშნულების ამწე მოწყობილობაზე, როგორიცაა: მილჩამწყობები; სამონტაჟო კონსტრუქციები (ანძები, კოჭები და სხვა); დ) ჯალამბრებზე, სტაციონალურად დამონტაჟებულ ან მონორელსზე გადაადგილებად ელ. ტალებზე; ე) პოლიციის და სამხედრო უწყების დანიშნულებით გამოყენებულ ამწე მოწყობილობებზე. მუხლი 9. ლიფტის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ლიფტი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: ა) არის 180 კგ. და მეტი ნომინალური ტვირთამწეობის, ემსახურება შენობებისა და ნაგებობების სართულებს, აქვს კაბინა, რომელიც მოძრაობს უძრავად დამაგრებული და ჰორიზონტალური სიბრტყისადმი 150-ზე მეტად დახრილი მიმმართველების გასწვრივ და განკუთვნილია: ა.ა) ადამიანების გადასაყვანად; ა.ბ) ადამიანებისა და ტვირთების გადასაზიდად; ა.გ) ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, როცა გამყოლს შეუძლია მასში თავისუფლად შესვლა და აღჭურვილია შიგნიდან მართვის ინსტრუმენტებით; ბ) განსაზღვრული მიმართულებით მოძრავი ლიფტი, მაშინაც კი როდესაც ისინი არ მოძრაობენ უძრავად დამაგრებული მიმმართველების გასწვრივ (მაგალითად: მაკრატელა ლიფტები). 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება: ა) ლიფტებზე, რომელთა სიჩქარე არ აღემატება 0,15 მ/წმ-ს; ბ) სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოსაყენებელ ლიფტებზე; გ) პოლიციური ან/და სამხედრო მიზნებისათვის სპეციალურად წარმოებულ განსაკუთრებული კონსტრუქციის ლიფტებზე; დ) სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ სპეციალურ ლიფტებზე; ე) საშახტო ლიფტებზე; ვ) სცენაზე გამოსაყენებელ ლიფტებზე; ზ) სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებულ ლიფტებზე; თ) მანქანა-მოწყობილობას მიერთებულ ლიფტებზე, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სამუშაო ადგილამდე მისაღწევად; ი) ლიფტებზე, რომლებიც გადაადგილდება კბილა ლარტყისა და კბილანების დახმარებით. მუხლი 10. კარიერის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება კარიერი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული ნამუშევარი სივრცე, რომლის ზედაპირი ღიაა ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელიც მუშავდება ორი ან მეტი საფეხურით. მუხლი 11. მაღაროს, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება მაღარო, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: არის მადნეული, არამადნეული, სამთო–ქიმიური ნედლეულის და საშენი მასალების მიწისქვეშა დამუშავების წესით მომპოვებელი სამთო საწარმო, სამთო გვირაბების ერთობლიობით და განიავების ერთიანი სისტემით. მუხლი 12. შახტის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება შახტი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: არის ფენოვანი სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავების წესით მომპოვებელი სამთო საწარმო, სამთო გვირაბების ერთობლიობით და განიავების ერთიანი სისტემით. მუხლი 13. ბუნებრივი გამოქვაბულის და მღვიმის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, რომელსაც გააჩნიათ შემდეგი პარამეტრები: არის ისეთი მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება. მუხლი 14. ესკალატორის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ესკალატორი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მექანიკურად ამძრავი კიბის ბრტყელას (ტვირთმზიდი ელემენტი, რომელიც შედგება საფეხურებისაგან და გაერთიანებულია წევის ჯაჭვებით) ჩაკეტილი კონტური, სადაც მომხმარებლის გადასაადგილებელი ზედაპირი რჩება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და განკუთვნილია ერთი დონიდან მეორეზე ადამიანების ტრანსპორტირებისათვის. ესკალატორების ნომინალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს: ა) 300-მდე დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0,75 მ/წმ-ს; ბ) 300-დან 350-მდე დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0.50 მ/წმ-ს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება მოძრავ ბილიკებზე, სადაც მომხმარებლის გადასაადგილებელი ზედაპირი რჩება მისი მოძრაობის მიმართულების პარალელურად და მოძრაობს უწყვეტად, ხოლო მოძრავი ბილიკების დახრის კუთხე არ აღემატება 120-ს. მუხლი 15. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან/და ტერაკონის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელს ან/და ამგვარი ნარჩენი მასალებისგან შემდგარ ტერაკონს. მუხლი 16. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების ტერიტორიას და რომელიც შეიძლება მოიცავდეს ნარჩენებს, განთავსებისათვის განკუთვნილ შემოსაზღვრულ ტერიტორიას ან/და შენობა-ნაგებობებს. მუხლი 17. ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინარეობს ისეთი საწარმოო პროცესები, სადაც გამოიყენება ჰაერდამყოფი დახურული ციკლის დანადგარი, რომლის საშუალებით მიიღება ჰაერის დაყოფის პროდუქტები (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ჰელიუმ-ნეონის ნაერთი) ან მათი ნაერთები. მუხლი 18. თხევადი ჟანგბადის წარმოების, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება თხევადი ჟანგბადის წარმოება, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინარეობს ისეთი საწარმოო პროცესები, სადაც გამოიყენება ჰაერდამყოფი დახურული ციკლის დანადგარი, რომლის საშუალებით მიიღება ჰაერის დაყოფის პროდუქტები (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ჰელიუმ-ნეონის ნაერთი) ან მათი ნაერთები. მუხლი 19. რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინარეობს ისეთი ტექნოლოგიური პროცესი, რომლითაც ხორციელდება თხევადი ჟანგბადის გარდაქმნა აირად მდგომარეობაში და მისი ჩაჭირხვნა ბალონებში. მუხლი 20. სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: არის სამეწარმეო დანიშნულების სამაცივრო დანადგარი და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, სადაც ტექნოლოგიურ ციკლში გამოყენებული ამიაკის წონაა 100 კგ. და მეტი, ან როდესაც სისტემაში ამიაკის დასაჭირხნად გამოიყენება კომპრესორი. მუხლი 21. ნავთობბაზის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ნავთობბაზა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს ობიექტს, რომელიც განკუთვნილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასატვირთად ტრანსპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე და რომლის ავზების ჯამური მოცულობა 500 მ3-ზე მეტია. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ნავთობბაზებზე. მუხლი 22. მაგისტრალური ნავთობსადენის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება მაგისტრალური ნავთობსადენი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მილსადენი, რომელიც განკუთვნილია ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისათვის, გარდა შიდასარეწაო ან/და შიდასაობიექტო მილსადენებისა. მუხლი 23. მაგისტრალური გაზსადენის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება მაგისტრალური გაზსადენი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: გაზსადენი, რომლის ნაგებობების და მოწყობილობების საშუალებით ხორციელდება გაზის ტრანსპორტირება მაღალი წნევით მომწოდებლიდან მომხმარებლამდე და ხაზობრივი ნაწილის დიამეტრი ტოლი ან მეტია 150 მმ-ზე. მუხლი 24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების დამდგენი პარამეტრები განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების დამდგენი პარამეტრები განსაზღვრულია “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით. მუხლი 25. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალები, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამრეწველო მიზნებისათვის გამოყენებული ფეთქებადი ნივთიერებები (ქიმიური ნაერთები ან მექანიკური ნარევები), რომელთა აფეთქების, დეტონაციის სიჩქარე შეადგენს 2000 მ/წმ და მეტს, ხოლო აფეთქებისას გამოყოფილი ენერგია ტოლია ან აღემატება 2725 კჯ/კგ-ს და აფეთქების შედეგად ადგილი აქვს შესრულებული მექანიკური მუშაობის ბრიზანტული ფორმით გამოვლინებას; ბ) ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების გამომწვევი (მაინიცირებელი) საშუალებები როგორიცაა: ცეცხლგამტარი ზონარი, კაფსულდეტონატორი, ელექტროდეტონატორი, არაელექტროდეტონატორი და სადეტონაციო ზონარი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება შეიარაღებულ ძალებში და საპოლიციო უწყებებში გამოსაყენებელი საბრძოლო დანიშნულების Fფეთქებად მასალებზე და პიროტექნიკურ ნაკეთობებზე. მუხლი 26. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინარეობს ნავთობპროდუქტებისა და აირების მიღება, შენახვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გაცემა. მუხლი 27. ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ჰიდროენერგეტიკული ნაგებობა, რომლის წყალსაცავის წყლის მასის პოტენციური ენერგია მეტია 0,005X1013 ჯოულზე, რომელიც იანგარიშება ფორმულით E=ygHW ჯოული, სადაც y - წყლის კუთრი წონაა (y=1000 კგძ/მ3); g-თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა (g=9,81მ/წმ2); H-კაშხლის სიმაღლეა, მ; W-წყალსაცავში დაგროვილი წყლის მოცულობაა, მ3. მუხლი 28. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები