დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 189-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016879 |
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ხანდაზმულობის ვადა 1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება: ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას. 5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან. 7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. 8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება: ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე; ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, პირის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში; გ) საგადასახადო დავის პერიოდში. 11. საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.“. 2. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში.“. 3. მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ცნობა აღსრულების ორგანოდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;“. 4. 73-ე მუხლის მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა ან/და არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და ამ ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.“. 5. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში;“; ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) სამედიცინო დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში;“. 6. 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) რეზიდენტის მიერ გადახდილი პენსია ან სტიპენდია;“. 7. 121-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეწარმე ფიზიკური პირის მიერ აქტივის (გარდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივისა) რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით. თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.“. 8. 127-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევებზედაც, როდესაც საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტთან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ეს პირები ურთიერთდამოკიდებული. ამასთანავე, ოპერაცია, რომლის ერთ-ერთი მხარეა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტი, ჩაითვლება კონტროლირებულ ოპერაციად.“; ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევაზედაც, როდესაც საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას თავის მუდმივ დაწესებულებასთან.“. 9. 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ფასნამატის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით ფასნამატი, რომელიც დადებულია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ და არაპირდაპირ გაწეულ ხარჯებზე, უდარდება ფასნამატს, რომელიც დადებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ და არაპირდაპირ გაწეულ ხარჯებზე;“. 10. 154-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა;“; ბ) მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;“. 11. 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 12. 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა) საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი: ა) გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით; ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს დღგ-ის გადამხდელს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და მისი თანხმობის შემთხვევაში გაუუქმოს რეგისტრაცია.“. 13. 162-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანილი (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილისა) საქონლის სხვა პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) სასაქონლო კოდის შეუცვლელად მიწოდების შემთხვევაში იმპორტის თანხას ემატება ამ საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი დღგ-ს გადაიხდის იმპორტის გადასახდელთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 14. 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) 2014 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი და 2013 წლის 1 ივლისამდე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი;“. 15. მე-200 მუხლის 41 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 16. 204-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში: ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის:
ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული):
გ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის − ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.“; ბ) 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 17. 238-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის, შემოსავლების სამსახურის უფროსის ან ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. 8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არა უმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი, ანდა თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით არ ჩერდება საურავის დარიცხვა.“. 18. 239-ე მუხლის: ა) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-9 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 19. 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“. 20. 254-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე.“; ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 21. 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.“. 22. 270-ე მუხლის: ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“; ბ) 71 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 23. 272-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,06 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ.“. 24. 274-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები.“. 25. 276-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 276. სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.“. 26. 281-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“. 27. 286-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 28. 289-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/ დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 000 ლარისა. შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას.“; ბ) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ.“; გ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.“. 29. 293-ე მუხლის: ა) პირველი−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია: ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე; ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. 2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას, ხოლო ამ კოდექსის 292-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობას. 21. ცალკეულ პირებთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების მიზნით საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს: ა) თავდებს/გარანტს მოსთხოვოს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების სრული მოცულობით დაფარვა; ბ) გადახდევინების მიზნით თავდების/გარანტის მიმართ გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. 3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ექნება შემოსავლების სამსახურის უფროსს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე. 4. შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხდის საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრულ თანხას.“; ბ) მე-6−მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან შემოწმების დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას, შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება შესაბამის საგადასახადო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის სახეების მიხედვით. 61. თუ გადასახადის გადამხდელი მიმდინარე საგადასახადო პერიოდის დასრულებამდე განაცხადებს მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მიმდინარე საგადასახადო პერიოდის შესაბამისი არასრული ნაწილისათვის, გადასახადის სახეების მიხედვით. 7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.“. 30. 309-ე მუხლის: ა) 58-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „58. ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოსათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას): ა) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2006 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად; ბ) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად; გ) 2013 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის ბოლოს ანაზღაურებულად; დ) 2014 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2009 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2014 წლის ბოლოს ანაზღაურებულად; ე) 2015 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2015 წლის ბოლოს ანაზღაურებულად.“; ბ) 58-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 59-ე−61-ე ნაწილები: „59. ამ მუხლის 58-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ეკისრება საგადასახადო აგენტისა და შესაბამისი თანხის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრის ვალდებულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში შესაბამისი შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება. 60. ამ კოდექსის 123-ე მუხლით დადგენილი დებულებები არ ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 61. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,06 პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2013 წლის 1 იანვრიდან და გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−29-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−29-ე ნაწილები ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 28 დეკემბერი 2012 წ. N189-რს |
დოკუმენტის კომენტარები