საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 118-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016880
118-Iს
20/12/2012
ვებგვერდი, 29/12/2012
200000000.05.001.016880
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 81. გადასახადის განაკვეთი

    ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით.“.

    2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81მუხლი:

   „მუხლი 811. დაუბეგრავი მინიმუმი

  1.  ფიზიკური პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი  − 1800 ლარი.

   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრულ  დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება ამ კოდექსის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

   3. დაუბეგრავი მინიმუმის გათვალისწინებით, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება დაქირავებულის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენით.

   4. ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

    3. 130-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.“.

   4. 131-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.“.

   5. 132-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) გადახდილი როიალტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 20-პროცენტიანი განაკვეთით.“.

   6. 153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

   „41. დაქირავებულს უფლება აქვს, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების და თანხის დაბრუნების მიზნით, შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ.“.

   7. 309-ე მუხლის:

   ა) პირველი−მე-3 ნაწილები ამოღებულ იქნეს; 

   ბ) 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „31. 2014 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტი დაიბეგრება გადახდის  წყაროსთან 0-პროცენტიანი განაკვეთით, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

   ა) პროცენტის მიმღებ საწარმოს პროცენტის თანხა შეაქვს პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალში;

   ბ) ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის მოქმედების პერიოდში არ შემცირდება პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალი.“;

   გ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

  დ) 43-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2013 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესის განსაზღვრა.

  მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 დეკემბერი 2012 წ.

N118-Iს