ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • Word
ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 432
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 15/03/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 16, 31/03/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.000.078(1)
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
432
15/03/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 16, 31/03/1994
140.120.000.05.001.000.078(1)
ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს  კანონი

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ცეცხლსასროლი იარაღის ცნება, სახეობანი და დანიშნულება 

ცეცხლსასროლია იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს დენთის აირის მოქმედების შედეგად. იარაღად ჩაითვლება ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა საშუალება, ხელსაწყო, მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრულია შეტევითი სროლის, თავდაცვის, სპორტისა და ნადირობისათვის, აგრეთვე ჭურვი და სხვა სახის ტყვია-წამალი, რომლის გამოყენება შეიძლება საბრძოლო მასალად.

ეს კანონი ადგენს შემდეგ სახეობათა და დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღის (შემდგომში იარაღის) სამართლებრივ რეჟიმს;

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღი;

2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;

3. სანადირო იარაღი;

4. სასპორტო იარაღი;

5. ჯილდოდ მიღებული იარაღი;

6. საკოლექციო იარაღი.

იარაღისათვის კონკრეტული სახეობის მიკუთვნება ხდება იარაღის სახელმწიფო კადასტრით, რომლის შედგენის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ეს კანონი და და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტები.

    მუხლი 2. იარაღის აღრიცხვა

საქართველოს  ტერიტორიაზე არსებული იარაღი, მისი დამზადების ადგილის მიუხედავად, ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვასა და რეგისტრაციას. 

    მუხლი 3. იარაღის დამზადება, შეკეთება, აწყობა და აღდგენა

თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურის სარგებლობაში არსებული იარაღის შეკეთებისა და აღდგენის წესს განსაზღვრავს ამ უწყებათა ნორმატიული აქტები.

უნებართვოდ იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დამზადება, აწყობა, აღდგენა და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2011-სსმI,№20(27),09.06.1999წ.,მუხ.86

     მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2011-სსმI,№20(27),09.06.1999წ.,მუხ.86

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2011-სსმI,№20(27),09.06.1999წ.,მუხ.86

    მუხლი 6. იარაღის შეძენა

საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ საკუთრების უფლებით შეიძინონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი მე-3, მე-4 და მე-6 სახეობის იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა, აგრეთვე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი, რევორველი შენახვის უფლებით). დასაშვებია იარაღის შეძენა ნებართვის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში.

პირი, რომელიც ნებართვით შეიძენს იარაღს, ვალდებულია ათი დღის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს იგი შინაგან საქმეთა ორგანოებში.

იარაღის შეძენა ეკრძალება თვრამეტ წლამდე პირს, სულით ავადმყოფს, არაქმედუნარიანს, ნარკომანს და ალკოჰოლიკს, ნასამართლევ პირს თუ მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა, აგრეთვე პირს, რომლის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან შინაგან საქმეთა ორგანოებში გახსნილია სამეთვალყურეო-პროფილაქტიკური საქმე ოჯახურ და მეზობლურ კონფლიქტებთან დაკავშირებით.

უცხოელ მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და იურიდიულ პირს საქართველოს  ტერიტორიაზე იარაღის შეძენის უფლება მიეცემა (ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი 1-ლი და მე-2 სახეობის გარდა) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და თუ უცხოელ მოქალაქეს აქვს იარაღის შეძენის ნებართვა იმ ქვეყანაში, რომლის მ ქალაქეც იგი არის.

    მუხლი 7. იარაღის შენახვა

შეძენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს  მინისტრთა კაბინეტი.

საქართველოს  თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო , დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში   იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45

    მუხლი 8. იარაღის მესაკუთრენი და იარაღით მოსარგებლენი

იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელმაც იარაღი შეიძინა ამ კანონისა და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

იარაღის მოსარგებლეა პირი, რომელსაც თავისი სამსახურის ხასიათის გამო უფლება ეძლევა იქონიოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

    მუხლი 9. იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვა და გადაგზავნა

იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს გაიტანოს იარაღი შენახვის ადგილიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო , დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი იარაღის გადაზიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურის ნორმატიული აქტებით.

აკრძალულია იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვა და გადაგზავნა ფოსტით. 

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45

    მუხლი 10. იარაღის ტარება და გამოყენება

იარაღის ტარების უფლება ნიშნავს მისი მოსარგებლის უფლებას თან იქონიოს იარაღი მუდმივად ან სამსახურებრივი დავალების შესრულების დროს საქართველოს მთელ ტერ ტორიაზე, გარდა განსაკუთრებული რეჟიმის ადგილებისა.

იარაღის დადგენილი წესით გამოყენების უფლება აქვს იარაღით მოსარგებლეს.

იარაღის მესაკუთრეს უფლება არა აქვს თან ატაროს იარაღი, გარდა მიზნობრივი დანიშნულების სანადირო იარაღისა.

მესაკუთრეს ეკრძალება იარაღის გამოყენება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

    მუხლი 11. იარაღის საკუთრებისა და სარგებლობის ნებართვის შეწყვეტა

იარაღის საკუთრებისა და სარგებლობის ნებართვა წყდება, თუ:

1. გავიდა მოსარგებლისათვის მიცემული იარაღის ტარების ნებართვის დადგენილი ვადა;

2. შეწყდა იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციის საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც გაცემული იყო იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა, ან შეწყდა პირის შრომითი ურთიერთობა იმ საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან, რომელსაც ასეთი ნებართვა ჰქონდა;

3. გარდაიცვალა იარაღის მფლობელი;

4. დაირღვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის,ტარების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გამოყენების წესები;

5. გაუქმდა იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვა;

ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 12. იარაღის ჩამორთმევა

იარაღის ჩამორთმევა ხდება იმ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელმაც გასცა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვა, მე-11 მუხლში მითითებული იარაღის საკუთრების ან სარგებლობის ნებართვის შეწყვეტის საფუძვლების არსებობისას.

    მუხლი 13. იარაღის კონტროლი

იარაღის დამზადებას, იარაღის ვაჭრობას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ტარებასა და გამოყენებას კონტროლს უწევს საქართველოს  მინისტრთა კაბინეტი, რომლის გამგებლობას განეკუთვნება:

1.სამხედრო-საბრძოლო, სამსახურებრივ-საშტატო, სასპორტო და სანადირო იარაღის დამზადების ნებართვის გაცემა;

2. სამხედრო-საბრძოლო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დამზადების, იარაღის ვაჭრობის, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების წესების განსაზღვრა;

3. საქართველოში იარაღის შემოტანის, გატანის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის კონტროლი;

4. საქართველოს იარაღის სახელმწიფო კადასტრის დადგენა, იარაღის აღრიცხვისა და რეგისტრაციის წესის განსაზღვრა;

5. იარაღის კონტროლის შესახებ სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება. 

    მუხლი 14. შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენცია იარაღის კონტროლის დარგში

იარაღის კონტროლის დარგში საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

1. იარაღის, მათ შორის საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვის, შეკეთების და აღდგენის, ტარების, გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა (გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღისა);

2. იურიდიული და ფიზიკური პირების საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული იარაღის აღრიცხვა- რეგისტრაცია;

3. ტირების, სასროლეთების, სასროლო სანადირო სტენდების, იარაღის შემკეთებელი და აღმდგენი სახელოსნოების გახსნის ნებართვის გაცემა;

4. იარაღის (გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღისა) შეძენის, შენახვისა და ტარების წესების შესრულების კონტროლი;

5. იარაღის ჩამორთმევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. თვითნაკეთი იარაღი

თვი ნაკეთია იარაღი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებულია უნებართვოდ.

აკრძალულია თვითნაკეთი იარაღის რეგისტრაციაში გატარება და მასზე საკუთრებისა და სარგებლობის ნებართვის გაცემა.

თვითნაკეთი იარაღის დამამზადებელი, შემძენი, შემნახველი, მტარებელი და გამომყენებელი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი II

იარაღის დამამზადებლის, მესაკუთრის და მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 16. იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი

იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:

1. ნებართვის საფუძველზე დაამზადოს იარაღი და მიჰყიდოს დამკვეთს ამ კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული საკანონმდებლო აქტების თანახმად;

2. იყოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის მესაკუთრე საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

3. განახორციელოს საკონსტრუქტორო სამუშაოები.

იარაღის დამამზადებელი მოვალეა:

1. გამოსცადოს დამზადებული იარაღი იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება იგი სახელმწიფო სტანდარტებს;

2. დამზადებული იარაღი და საბრძოლო მასალა აღრიცხოს სათანადო დავთარში, რომელშიც შეიტანება სამარკო ნიშანი და სააღრიცხვო ნომერი;

3. უზრუნველყოს დამზადებული იარაღისა და მისი სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე საბრძოლო მასალის და უსაფრთხოების წესების დაცვა.

    მუხლი 17. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:

1. ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს შეძენილ იარაღსა და საბრძოლო მასალას ამ კანონით დადგენილი წესით;

2. მიიღოს კომპესაცია იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების ან რეკვიზიციის შემთხვევაში.

იარაღის მესაკუთრე მოვალეა:

1. აღრიცხოს, რეგისტრაციაში და ხელახალ რეგისტრაციაში გაატაროს შეძენილი იარაღი;

2. დროულად გადაიხადოს სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

3. დაიცვას იარაღის ტარების, გამოყენების, შენახვისა და გადაზიდვის წესი;

4. უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;

5. უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში დადგენილი წესით შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა დაშვება და მათთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა;

6. დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვა.

    მუხლი 18. იარაღის მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი

იარაღის მოსარგებლეს უფლება აქვს:

1. შეინახოს და ატაროს იარაღი მისი მიღების პირობების შესაბამისად;

2. გამოიყენოს იარაღი საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით.

იარაღის მოსარგებლე ვალდებულია:

1. გამოიყენოს იარაღი მხოლოდ დანიშნულებისამებრ;

2. უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა კანონით დადგენილი წესით.

დისლოკაციის ადგილების გარდა აკრძალულია შეიარაღებული ძალების მოსამსახურის სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება სპეციალური ნებართვის გარეშე. 

    მუხლი 19. იარაღის დამამზადებლის, მესაკუთრის და მოსარგებლის უფლებების დაცვა

იარაღის დამამზადებლის, მესაკუთრისა და მოსარგებლის უფლებები შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

იარაღის დამამზადებლის, მესაკუთრის და მოსარგებლის უფლებების დარღვევის გამო დავას წყვეტს სასამართლო.

თავი III

სამხედრო-საბრძოლო იარაღი

    მუხლი 20. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ცნება

სამხედრო-საბრძოლო იარაღი, რომელსაც დანიშნულებით იყენებენ დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად საქართველოს თავდ ცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო , დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი   ორგანოები.

იარაღისა და საბრძოლო მასალისათვის სამხედრო-საბრძოლო იარაღის კატეგორიის მიკუთვნებას განსაზღვრავს იარაღის სახელმწიფო კადასტრი.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45

    მუხლი 21. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება

სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება ხდება საქართველოს  თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო , დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი დაკვეთით იმ საწარმოებში, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ნებართვა.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45

    მუხლი 22. სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გამოყენება

სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გამოყენება ხდება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის, თავდაცვისა, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო , დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი   ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45

    მუხლი 23. სამხედრო-საბრძოლო იარაღის კონტროლი

სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაგზავნას, გადაზიდვას და გაყიდვას, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას, გატანასა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს კონტროლს უწევს საქართველოს  მინისტრთა კაბინეტი.

თავი IV

სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლეთა უფლება- მოვალეობანი

    მუხლი 24. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომელსაც იურიდიული პირი იყენებს იმ მუშაკთა შესაიარაღებლად, რომელთაც სამსახურის ხასიათის გამო ნებადართული აქვთ ატარონ იარაღი.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:

– საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს;

– საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს;

–საქართველოს პროკურატურის მუშაკებს;

– საქართველოს სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს;

–სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს;

საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სახელმწიფო მოხელეებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდება;

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ატესტირებულ თანამშრომლებს;

    –საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომლებს

  და სააღსრულებო პოლიციას.

    –საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებს.

    – საქართველოს ეროვნული ბანკის მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე პასუხისმგებელ მუშაკებს (მოლარეებსა და ინკასატორებს) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

იმ უწყებათა და თანამდებობათა ნუსხას, რომელთაც სამსახურებრივი საქმიანობის ხასიათის გამო შეიძლება მიეცეთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ადგენს საქართველოს  მინისტრთა კაბინეტი და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, ხოლო გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის წევრებს შეუძლიათ ჰქონდეთ, ატარონ და ისარგებლონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღით (გარდა ავტომატურისა). ეს უფლება მათ უნარჩუნდებათ დეპუტატის უფლებამოსილების გასვლის შემდეგაც.

საქართველოს 1996 წლის 20 თებერვლის კანონი №114-პარლამენტის უწყებანი,№002,09.03.1996წ.,გვ.23

     საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1183-პარლამენტის უწყებანი,№47-48,31.12.1997წ.,

გვ.114

    საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2267-სსმI,№38(45),04.08.1999წ.,მუხ.185

   საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI,№24,30.06.2000წ.,მუხ.66

  საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638-სსმI,№48,16.12.2000წ.,მუხ.138

 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1117-სსმI,№32,07.11.2001წ.,მუხ.126

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1823-სსმI,№32,20.12.2002წ.,მუხ.160

    მუხლი 25. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება

სამსახურებრივ-საშტატო იარაღი პირს მიეცემა სარგებლობაში, თუ მას აქვს ამ იარაღის ტარების ინდივიდუალური ნებართვა.

ინდივიდუალურ ნებართვას გასცემენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები თავისი ნორმატიული აქტების შესაბამისად იმ უწყების შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის მუშაკებსაც აქვთ სამსახურებრივ- საშტატო იარაღის ტარების უფლება.

    მუხლი 26. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

პირს, რომელიც სარგებლობს სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი საზოგადოებრივად საშიში ხელყოფის აღსაკვეთად ან დამნაშავის შესაპყრობად.

იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების გადამეტებისათვის პირი პასუხს აგებს საქართველოს  კანონმდებლობით.

    მუხლი 27. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა

სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა ხდება ამ კანონისა და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

თავი V

სანადირო იარაღი

    მუხლი 28. სანადირო იარაღის ცნება

სანადიროა ყოველგვარი ცეცხლსასროლი გლუვლულიანი, კომბინირებული და კუთვნილი იარაღი, რომელსაც იძენს იურიდიული და ფიზიკური პირი სარეწაო, სასპორტო-სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობისათვის და რომლის საცეცხლე სიმძლავრე არ სცილდება ამ მიზნის ფარგლებს.

    მუხლი 29. სანადირო იარაღის დამზადება

სანადირო იარაღი მზადდება ამ კანონის მე-3 მუხლის და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

    მუხლი 30. სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა და გადაგზავნა

სანადირო იარაღის შეძენის უფლება აქვს საქართველოს  მოქალაქეს შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვით

სანადირო იარაღის ტარებისა და შენახვის ნებართვა არა მიეცემათ ამ კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილში ჩამოთვლილ პირებს.

უცხოელი მოქალაქენი სანადირო იარაღს იძენენ ამ კანონის მე-6 მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული წესით.

სანადირო იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვისა და გადაგზავნის წესებს განსაზღვრავს ეს კანონი და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტები.

    მუხლი 31. სანადირო იარაღის გამოყენება

სანადირო იარაღის მესაკუთრეს და მოსარგებლეს უფლება აქვს ეს იარაღი გამოიყენოს მხოლოდ სარეწაო, სასპორტო-სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობისათვის.

სანადირო იარაღის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს  მინისტრთა კაბინეტი.

    მუხლი 32. სანადირო იარაღთან დაკავშირებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებანი

სანადირო იარაღის მესაკუთრეს აქვს სანადირო იარაღის გასხვისების უფლება ამ კანონით დადგენილი წესით. გასხვისების შემთხვევაში, იარაღის შემძენი პირი ვალდებულია იარაღი ხელახლა გაატაროს რეგისტრაციაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისას მემკვიდრეობის საკითხი გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით.

სანადირო იარაღთან დაკავშირებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებანი რეგულირდება ამ კანონით, სამოქალაქო კანონმდებლობით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

თავი VI

სასპორტო იარაღი

    მუხლი 33. სასპორტო იარაღის ცნება

სასპორტოა იარაღი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და ეროვნული სპორტული ფედერაციების სტანდარტებს და განკუთვნილია სპორტსმენების მოსამზადებლად, მათ მიერ საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის.

    მუხლი 34. სასპორტო იარაღის წარმოება, გამოყენება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადატანა

სასპორტო ირაღის წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა ხდება ამ კანონის და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

სასპორტო იარაღის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მიზნობრივი დანიშნულებით სპეციალურად მოწყობილი სპორტული ობიექტების ტერიტორიაზე.

თავი VII

ჯილდოდ მიღებული იარაღი

    მუხლი 35. ჯილდოდ მიღებული იარაღი

ჯილდოდ მიღებულია იარაღი, რომელიც წახალისების წესით გადაეცემა პირს განსაკუთრებული საბრძოლო, სამსახურებრივი და სპორტული დამსახურებისათვის. აკრძალულია ავტომატური იარაღის ჯილდოდ გადაცემა.

იარაღით პირის დაჯილდოვების უფლება აქვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო , დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი უფროსს და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს (სპორტული იარაღით).

იარაღით დაჯილდოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი და ამტკიცებს სახელმწიფოს მეთაური.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45

    მუხლი 36. ჯილდოდ მიღებული იარაღის შენახვა, ტარება და გამოყენება

ჯილდოდ მიღებული იარაღის რეგისტრაცია ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ხოლო შენახვა, ტარება და გამოყენება - ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

თავი VIII

საკოლექციო იარაღი

    მუხლი 37. საკოლექციო იარაღის ცნება

საკოლექციოა იარაღი, რომელიც საექსპერტო კომისიის დასკვნით წარმოადგენს სამეცნიერო, ისტორიულ, მხატვრულ ღირებულებას და რომლის შენახვის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირება.

საკოლექციო იარაღი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო რეგისტრაციას.

საკოლექციო იარაღის საექსპორტო შეფასებისა და მისი რეგისტრაციის წესს ადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი.

    მუხლი 38. საკოლექციო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გამოყენება

საკოლექციო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გამოყენება ხდება ამ კანონისა და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

    მუხლი 39. საკოლექციო იარაღთან დაკავშირებული გარიგებანი

საკოლექციო იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს გაასხვისოს იარაღი იმ პირზე, რომელსაც აქვს საკოლექციო იარაღის შენახვის უფლება იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც ადგენენ საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო.

თავი IX

იარაღის სახელმწიფო კადასტრი

    მუხლი 40. იარაღის სახელმწიფო კადასტრი

იარაღის სახელმწიფო კადასტრის მიზანია იარაღის სახეობათა სისტემატიზებული ნუსხის შედგენა, იარაღის ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების მითითება და მისი სახელმწიფო სტანდარტების დადგენა.

სახელმწიფო კადასტრის დანიშნულებაა იარაღის კონკრეტული ნიმუშების იარაღის სახეობისადმი მიკუთვნება იარაღის დამზადების, გაყიდვის, მესაკუთრეობისა და სარგებლობის წესებისადმი კონტროლის მიზნით.

    მუხლი 41. საქართველოს  იარაღის სახელმწიფო კადასტრის შინაარსი და შედგენის წესი

იარაღის სახელმწიფო კადასტრი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი მოიცავს სამხედრო-საბრძოლო იარაღის ნიმუშებს, რომელთა შესახებ ცნობები სახელმწიფო ან სამსახურებრივი საიდუმლოებაა. ასეთი იარაღის საიდუმლოების ხარისხს განსაზღვრავს საქართველოს  მინისტრთა კაბინეტი. მეორე ნაწილი მოიცავს იმ იარაღის ნიმუშებს, რომელთა შესახებ ცნობები გასაიდუმლოებული არ არის.

 

იარაღის სახელმწიფო კადასტრის შედგენის წესს ადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი.

თავი X

იარაღის გამო დავის გადაწყვეტა და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

    მუხლი 42. იარაღის გამო დავის გადაწყვეტა

იარაღის მესაკუთრეობისა და სარგებლობის, იარაღის ტარების ნებართვის მიცემაზე უარის ან იარაღის ჩამორთმევის გამო დავა გადაწყდება სასამართლო წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 43. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების დარღვევით დადებული გარიგებანი იარაღის გასხვისების შესახებ ბათილია.

პირებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალების დამზადების, აღდგენის, აწყობის და შეკეთების, გაყიდვის, შეძენის, გადაზიდვის, გადაგზავნის, ტარებისა და გამოყენების წესების დარღვევაში, ეკისრებათ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

    მუხლი 44. საქართველოში იარაღის შემოტანა, გატანა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი

საქართველოში იარაღის შემოტანის, გატანის და საქართველოს  ტერიტორიაზე ტრანზიტის წესებს ადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებანი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური                                             ე. შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                         ვ. გოგუაძე.

თბილისი,

1994 წლის 15 მარტი.

№432– I

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996 წლის 20 თებერვლის კანონი №114-პარლამენტის უწყებანი,№002,09.03.1996წ.,გვ.23

2. საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1183-პარლამენტის უწყებანი,№47-48,31.12.1997წ.,

გვ.114

3. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45

4. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2011-სსმI,№20(27),09.06.1999წ.,მუხ.86

5. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2267-სსმI,№38(45),04.08.1999წ.,მუხ.185

6. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI,№47(54),09.12.1999წ.,მუხ.240

7. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI,№24,30.06.2000წ.,მუხ.66

8. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638-სსმI,№48,16.12.2000წ.,მუხ.138

9. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1117-სსმI,№32,07.11.2001წ.,მუხ.126

10. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399-სსმI,№10,15.05.2002წ.,მუხ.44

11. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1823-სსმI,№32,20.12.2002წ.,მუხ.160

12. ძალადაკარგულია - საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2264-სსმI,№14,03.06.

2003წ.,მუხ.90