დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 114-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.016876 |
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ |
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 103-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად. 2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს საქართველოში მოქმედი/რეგისტრირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული.“; გ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. შესაბამისმა უწყებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობა.“; დ) მე-18–21-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია საქართველოში. 19. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-18 ნაწილში აღნიშნულ დადგენილებაში. 20. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც წარმოებულია რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. 21. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები.“; ე) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. ამ კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა.“. 2. 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ყველა ტექნიკური რეგლამენტი (ნორმები, წესები, ინსტრუქციები, მოთხოვნები), რომლებიც სათანადო წესით არ იქნება მიღებული, ძალადაკარგულად ჩაითვლება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 19 დეკემბერი 2012 წ. N114-Iს |
დოკუმენტის კომენტარები