„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კა­ნონ­ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კა­ნონ­ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 13/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 450.140.000.05.001.003.487
  • Word
1130
27/03/2009
სსმ, 9, 13/04/2009
450.140.000.05.001.003.487
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კა­ნონ­ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ეთერის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

     „მუხლი 201. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელერადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სახსრებით განსახორციელებელი ტელერადიოპროდუქციის (გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესყიდვის ობიექტი არის არარეზიდენტი პირისაგან ტელერადიოპროდუქციის (გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა, ან შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობისას.

2. გადაუდებელი აუცილებლობისას შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს სამეურვეო საბჭოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე.“.

3. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მეურვის ჰონორარისა და კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ის ფარგლებში, საიდანაც ჰონორარისთვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს.“.

4. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის გადაცემა

1. სალიცენზიო პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.

2. ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 27 მარტი.

№1130_Iს