„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 468
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017144
468
13/12/2012
ვებგვერდი, 14/12/2012
010240030.10.003.017144
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №468

2012 წლის 13 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში (სსმ,  №84, 12.07.2010წ.)  და დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11.სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული  ცენტრი;

ბ) საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი;

გ) საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე;

დ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;

ე) „ქართული  სპორტის  მუზეუმი.“.

2. დებულების  მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

„31. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის   იურიდიული  პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი