„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016023
2
03/01/2013
ვებგვერდი, 10/01/2013
320110000.17.010.016023
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2013 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ №39, 23.03. 2006, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მე-19 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. პირებს, რომლებიც კომისიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ინტელექტუალური ქსელებით  (დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა სააბონენტო ნუმერაციის არათანმიმდევრულ ბლოკებზე, კომისიის მიერ მათზე იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისების ვალდებულების გარეშე იმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისაგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, რომელშიც შედის 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 1 თებერვლამდე კომისიის მიერ არაავტორიზებულ პირებზე 1 წლის ვადით მინიჭებული სააბონენტო ნომერი.”

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრისოფიო ბრიტანჩუკი
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკარლო კვიტაიშვილი