„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.017135
459
11/12/2012
ვებგვერდი, 12/12/2012
290160000.10.003.017135
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №459

2012 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაზღვევის სა­ხელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვე­ბის, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასა­კის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავ­შ­ვ­­თა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ­თა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასა­ტარებელი ღონისძიებებისა და სადა­ზ­ღვე­ვო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 7 მაისის №165 დად­გენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012, 290160000.10.003.016838) შე­ტა­­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩა­მო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს და­ქ­ვე­მდება­რებულმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენ­ტომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირ­ველ სამუშაო დღეს, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, საქარ­თ­ველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსა­ხუ­­რების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონა­ცე­მები მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკური პირების შესახებ, შეთა­ნხმებული ფორმატით.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაა­დ­გი­ლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2012 წლის 10 მაი­სამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, სააგენტოს მიაწოდოს განახ­ლებული მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტო­რი­იდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არ­სე­ბული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან დე­ვ­ნილი მოსახლეობის შესახებ, რომელიც აღრიცხულია სსიპ – სახელმწიფო სე­რ­ვისების განვითარების სააგენტოს მიერ, შეთანხმებული ფორმატით.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახე­ლ­მწი­ფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – განათლების ხარისხის განვი­თა­რე­ბის ეროვნულმა ცენტრმა 2012 წლის 1 ივლისამდე და შემდეგ ყოველ­თვიუ­რად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები სტუ­დე­ნტების შესახებ №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეთანხმებული ფორმატით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (ჯანმრთელობის და­ზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშ­ვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთ­რად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გა­სატარებელი ღონი­სძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობები):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სა­ხის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფიული, ექოს­კო­პი­ური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტ­გენო­გრა­ფია, მამოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია) – კომპიუ­ტე­რული ტო­მოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანა­გა­­და­ხდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასა­კის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს;“;

ა.ბ) „გ.ა“ და ,,გ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, ინფექც­იურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნ­ველო­ბასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულო­ბასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტა­ლი­ზაცია, ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსა­რ­გებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნ­ქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პი­რე­ბი), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ით­ვა­ლისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში და­წ­ყე­ბული შემთხვევები, ასევე ინკურაბელურ პალიატიურ მზრუნველო­ბას­თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0‑5 წლის (ჩათვლით) ასაკის­ მო­სარ­გებ­ლე­ებისა ­და ­შშმ ­ბავშვებისათვის;

გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაო­პერა­ციო,  ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერა­ცი­ული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვ­ლე­ვები - სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპე­ნსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.  თანა­გა­დახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყე­ბუ­ლი შემთხვევები, ასევე კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსა­რგე­ბლეებისა და შშმ ბავშვებისათვის;”;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ა) დამზღვევი – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები და შშმ ბავშვები) – კანონიერი წარმომა­დგე­ნე­­­ლი, რომელიც აფორმებს სადაზღვევო ხელშეკრულებას მზღვეველთან;

ა.ბ) „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (სა­პე­ნ­­სიო ასაკის პირები, სტუდენტები და მკვეთრად გამოხატული შშმპ) – თვით მო­სარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც აფორმებს სადაზღვევო ხელშეკრულებას მზღვეველთან;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საცხოვრებელი ადგილი – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნ­­ქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთა საქართველოში რეგისტრაციის მისა­მა­­რ­თი, ხოლო თუ რეგისტრაციის მისამართი გაუქმებულია - საქართველოში უკანასკნელი (გაუქმებული) რეგისტრაციის მისამართი. თუ რეგისტრაციის მი­სამა­რთი საერთოდ არ არსებობს – საქართველოში პირადობის მოწმობის გამ­ცე­მი ორგანოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობა. საქართველოს ოკუ­­პირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევ­ნი­­ლთა) შემთხვევაში – საქართველოში მათი დროებითი საცხოვრებელი ადგი­ლი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი), დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუ­ნქტით მიწოდებული მონაცემების შესაბამისად;“;

ბ.გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) კანონიერი წარმომადგენელი - მოსარგებლის ახლო ნათესავი (მშო­ბე­ლი, შვილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე), მეურვე ან მზრუ­ნვე­ლი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი.“.

გ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლის სტატუსის მოხსნის ან ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად სტატუსის შეც­­ვლის შემთხვევაში. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნ­ქ­ტით განსაზღვრული მოსარგებლის შემთხვევაში სტატუსის მოხსნად ჩაითვ­ლე­ბა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა ორსულობას, მშო­ბი­­ა­­რობასა და ბავშვის მოვლასთან (საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძა­ნე­ბის შესაბამისად) და ჯანმრთელობის მდგომა­რეობასთან დაკავ­ში­რე­ბული შეწ­ყვე­­ტისა ან შეჩერებისა, მაგრამ არა უმეტეს 1 კალენდარული წლისა.“.

დ) მე-7 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვი­თა­­­რების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული პირებისათვის (ეს არ შეე­ხე­ბა დაბადებისთანავე, ანუ დაბადებიდან 30 კალენდარული დღის განმავ­ლო­ბა­­ში აღრიცხულებს) – აღრიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რი­ცხ­ვიდან.“;

დ.ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ აღრიცხულ იმ პენსიონერთათვის, რო­მ­ლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები – კონკრეტული სახელმწიფო გა­სა­ცემლის გადარიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).“;

დ.გ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მო­­ნაცემთა ბაზაში 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ რეგისტრირებული სტუ­დე­ნ­ტე­­ბისათვის, სააგენტოსათვის მონაცემების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).“;

დ.დ) მე-8 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­ქციით:

„ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მიერ კონკრეტული სახელ­მ­წი­­ფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული შშმ ბავშვები­სა­თ­ვის – კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის გადარიცხვის თვის მომ­დე­ვნო მე­ორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექ­ტემ­ბრისა);

გ) იმ შშმ ბავშვებისათვის, რომლებიც ამ სტატუსით არ არიან აღრი­ცხუ­ლი სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სააგენტოში განცხადებისა და სტატუსის და­­­­მა­­დასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მომდევნო მეორე თვის პირველი რი­­ცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).“;

დ.ე.) მე-10 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­­ქციით:

„ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მიერ კონკრეტული სახე­ლმ­წი­ფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული მკვეთრად გამო­ხა­ტუ­ლი შშმ პირებისათვის – კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის გა­და­რი­ცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უა­დრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა);

გ) იმ მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის, რომლებიც ამ სტა­ტუ­სით არ არიან აღრიცხული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სააგენტოში გან­ცხა­დე­­ბისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მომ­დევნო მე­ო­რე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რისა).“;

დ.ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მო­სა­­რ­გებლეებს, რომელთათვის პოლისის გადაცემა ვერ მოხერხდა სადაზღ­ვე­ვო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, რის გამოც გაუ­უქ­მდათ პოლისი, დაზღვევის ახალი პერიოდი და, შესაბამისად, სადაზღვევო პრე­მიის გა­­და­­ხდა დაეწყებათ სააგენტოს ან მზღვეველის მიერ ახალი სადა­ზღ­ვე­ვო პო­ლი­­სის გადაცემის თვის პირველი რიცხვიდან, თუ ახალი პოლისის გადა­ცემა დაფიქსირებულია 2013 წლის 1 თებერვლამდე.“;

დ.ზ.) დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მო­სარ­­გებლეებს, რომელთათვის პოლისის გადაცემა ვერ მოხერხდა სა­და­ზღვევო პე­რი­­ოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, რის გამოც გაუ­უ­ქ­მდათ პო­ლი­სი, დაზღვევის უფლება აღუდგებათ პირველადი სადაზღვევო პერიოდის გან­­­საზღვრიდან ერთი კალენდარული წლის შემდეგ.“;

დ.თ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსა­რგებლეებს, რომლებსაც სადაზღვევო პერიოდი არ განესაზღვრათ საცხოვ­რე­­ბელი ადგილის არარსებობის გამო, სადაზღვევო პერიოდი განესაზღვრებათ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რი­ცხვიდან.“.

მუხლი 2. დადგენილების ამოქმედება
 

1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ზ” ქვე­პუ­ნ­­ქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი :

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“და „დ.ა“ ქვეპუნქტები გავრცელდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი გავრცელდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

          2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ზ” ქვეპუნქტი ამო­­­ქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან და ასევე გავრცელდეს პირებზე, რო­მე­­­­ლთა მიმართ 2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, პოლისის გაუქმების გა­მო, არ დაფიქსირებულა ახალი პოლისის გადაცემა.



პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი