დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1017 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/02/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 12/03/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 3.473 |
�საქართველოს კანონი
�პროკურატურის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1
�პროკურატურის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტისა და წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას;�.
2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის �ზ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ზ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას იუსტიციის მინისტრის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას;�.
3. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა ან იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი.�.
��� მუხლი 2
�ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 27 თებერვალი.
№1017�Iს
�
დოკუმენტის კომენტარები