„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1038
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140010000.08.002.016688
1038
14/11/2012
ვებგვერდი, 14/11/2012
140010000.08.002.016688
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1038

2012 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;“;

ბ) მე-17 პუნქტს დაემატოს:
ბ.ა) „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა1) მინისტრის აპარატი;“;

ბ.ბ) „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„გ1) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

2) კადრების მთავარი სამმართველო;“;

ბ.გ) „ზ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ1) რეფორმებისა და განვითარების სააგენტო (დეპარტამენტი);“;

ბ.დ) „პ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„პ1) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;“;

გ) 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმე-დებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება;“;

დ) 21-ე პუნქტს დაემატოს:
დ.ა) „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა1) მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება; მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული   დახმარების გაწევა;“;

დ.ბ) „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

1) საფინანსო–სამეურნეო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი დროული წარდგენის უზრუნველყოფა; საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;

2) კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება;“;

დ.გ) „ზ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

1) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის რეფორმირების სტრატეგიული გეგმის შემუშავება; ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მათ საქმიანობაში თანამედროვე მენეჯმენტის ფორმებისა და მეთოდების დანერგვა; კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროპულ სტანდარტებთან მისი ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემაში საზოგადოების თანამონაწილეობის ფორმების შემუშავება სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით; მსოფლიოს საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების მოწინავე პრაქტიკის დანერგვის მიზნით სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საზოგადოებრივი განვითარების ადეკვატურად სამინისტროს სისტემის უწყვეტი და დინამიკური განვითარების გეგმის შემუშავება;“;

დ.დ) „პ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„პ1) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს; საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი