„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2012
ძალაში შესვლის თარიღი 14/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016482
479
14/11/2012
ვებგვერდი, 14/11/2012
040030000.22.033.016482
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №479

2012 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) აჭარის ბიურო.“.

2. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

 „მუხლი 171. აჭარის ბიურო

1. აჭარის ბიუროს მოქმედების ფარგლები ვრცელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში (სამოქმედო ტერიტორია).

2. აჭარის ბიუროს ფუნქციებია: 

ა) აჭარის    ბიუროს    სამოქმედო    ტერიტორიაზე    განლაგებული    საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) აჭარის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული     ერთეულების/ქვედანაყოფების საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

დ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

3. აჭარის ბიურო უფლებამოსილია მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული საგადასახადო ორგანოების        სტრუქტურული ერთეულებიდან/ქვედანაყოფებიდან გამოითხოვოს დაკისრებულ უფლებამოსილებათა      განსახორციელებლად  საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 14 ნოემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი