დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 644 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/12/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 18/12/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.290.000.05.001.000.854 |
საქართველოს კანონი
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:
„მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეუძლია გაიაროს საქართველოს სამხედრო ძალების სამშენებლო, სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში შესაბამის სამოქალაქო თანამდებობაზე.“
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დასაწყისად ითვლება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული თარიღი“.
3. მე-8 მუხლის მე-3-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის განმავლობაში განიხილოს მოქალაქის განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც მის პირად საქმესთან ერთად საბოლოო დასკვნისათვის ეგზავნება მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას.
4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს მოქალაქის განცხადების, პირადი საქმისა და რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისიის დასკვნის მიღებიდან ერთ თვეში.
5. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
6. თუ კომისია დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას, განმცხადებელი ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში.“
4. მე-11 მუხლში სიტყვები „მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება“, ხოლო ბოლო წინადადებაში სიტყვები „კომისიის გადაწყვეტილების“ – სიტყვებით „მინისტრის ბრძანების“.
5. ამოღებულ იქნეს 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და შესაბამისად მე-2 პუნქტის აღმნიშვნელი ციფრი „2“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 5 დეკემბერი.
№644–Iს
დოკუმენტის კომენტარები