„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 491
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016484
491
20/11/2012
ვებგვერდი, 22/11/2012
190040000.22.033.016484
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №491

2012 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ III, 30.12.09, №159, მუხლი 1980) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,, 31. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების, გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადში/სანქციაში გადატანისა და შეცდომის გასწორების ოპერაციები შესაძლებელია განხორციელდეს ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის სახაზინო სამსახურის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული სახით განთავსების შემთხვევაში.“.

2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იმ გადასახადის გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის/სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;“.

3. ამოღებულ იქნეს 121 მუხლის მე-4 პუნქტი.
4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები ;“.

5. მე-20 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი  20

გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გასწორება (სწორ სახაზინო კოდზე მიმართვა) ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან (ამავე დროს ხდება დაბრუნების ქვეანგარიშზე შესაბამისი შემოსულობის სახიდან თანხის გადატანა, გადასახადის დაბრუნების ქვეანგარიშზე შეცდომით ჩარიცხვის მომენტისათვის ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლების გათვალისწინებით) ან სახსრების მფლობელის მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.“.

6. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იმ გადასახადის გადამხდელის განცხადების ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური