ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) ესკიზის დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) ესკიზის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/10/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016059
84
26/10/2012
ვებგვერდი, 30/10/2012
010250020.35.124.016059
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) ესკიზის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №84

2012 წლის 26 ოქტომბერი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) ესკიზის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის 43-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების ესკიზების შესარჩევი კონკურსის განმხორციელებელი  დროებითი კომისიის 2012 წლის  20 ივლისის №7 ოქმის შესაბამისად,

       ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა:


მუხლი 1
დამტკიცდეს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა)  ესკიზი  (კონკურსში წარმოდგენილი კოდით 17024003 -ავტორი დავით გრიგოლია).

დანართი №1, დანართი №2, დანართი №3.

მუხლი 2
 დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობას:
1. უზრუნველყოს კონკურსში გამარჯვებული პიროვნების დავით გრიგოლიასათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული საპრიზო თანხის ანაზღაურება.
2. წარმოადგინოს წინადადებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამზადებასთან დაკავშირებით დამტკიცებული ესკიზის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი რობაქიძე



დანართი №1

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი

.


დანართი №2

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დროშა

.


დანართი №3
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის სიმბოლოების აღწერილობა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი - გერბის ფარი შუაზეა გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გადაკვეთილია და იყოფა ორ ველად. პირველი ნაწილი-ზურმუხტოვან ველზე ოქროს ირმის თავი მასზე აღმართული ოქროს ჯვრით. მეორე ნაწილი - ლაჟვარდის ველზე ვერცხლის წყარო. მესამე ნაწილი - მეწამულ ველზე ქვედა ნაწილში ოქროს ორკოშკიანი ციხე-სიმაგრის გამოსახულება კვეთს ველის კიდეებს. ციხე-სიმაგრის თავზე ზედა ნაწილში გამოსახულია სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი ორი ერთზე.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი -სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარაქტიანი კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ბაღდათი“.  

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დროშა - დროშის ქსოვილი გაყოფილია ვერტიკალურად ორ თანაბარ ნაწილად: პირველ ნაწილში მეწამულ ველზე გამოსახულია სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი ორი ერთზე; მეორე ნაწილი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ თანაბარ ნაწილად. ზედა ნაწილზე არის ზურმუხტოვანი ველი, ქვედა ნაწილი არის ლაჟვარდოვანი ველი.

დროშის პროპორციაა: 2:3.