„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2012
ძალაში შესვლის თარიღი 28/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016472
  • Word
416
28/09/2012
ვებგვერდი, 11/10/2012
190040000.22.033.016472
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №416

2012 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებით (სსმ III, 30.12.2009წ., №159, მუხ.1979) დამტკიცებული „გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის“ (დანართი №1) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. სტატუსის კოეფიციენტის (ST-ის) გაანგარიშება

 სტატუსის კოეფიციენტი (ST) მიიღება თვითმმართველი ერთეულის, დედაქალაქისა და მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსების ჯამით:

 

ST=SU+SCC+SM

 

სადაც,

 

SU – წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს და განისაზღვრება 1.0-ის ოდენობით;

SCC – წარმოადგენს დედაქალაქის სტატუსს და თვითმმართველი ქალაქების თბილისის და ბათუმისათვის განისაზღვროს 3.8-ის ოდენობით;

SM – წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსს და განისაზღვროს – 0.2-ის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 28 სექტემბრიდან.

ა . ხეთაგური