დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 884 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.080.020.05.001.003.425 |
საქართველოს კანონი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-17 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-20 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სერტიფიცირების წესი და მისი განმახორციელებელი ორგანო განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“;
დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 25. სოციალური მუშაკის საქმიანობის რეგულირება გარდამავალ პერიოდში
2015 წლამდე სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის სერტიფიცირებული ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით.“.
4. 26-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-9 პუნქტები:
„5. 2009 წლის 1 იანვრამდე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებები ჩაითვალოს ამ კანონის მიხედვით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ დაწესებულებათა დებულებების (წესდებების) დამტკიცება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში არსებული პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო მომსახურების – მოსწავლეთა საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსება.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების რეორგანიზაცია ამ სკოლებიდან სააღმზრდელო მომსახურების, მოსწავლეთა საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების კომპონენტის ამოღების მიზნით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ – სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნება საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის პანსიონური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ფუნქციები სამინისტროებმა განახორციელონ კოორდინირებულად 2009 წლის 1 სექტემბრამდე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად დაფუძნებული დაწესებულებები „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჩაითვალოს ლიცენზირებულად.
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხების დასარეგულირებლად, პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№884–რს
დოკუმენტის კომენტარები