დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016060 |
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2012 წლის 17 სექტემბერი
დ. მესტია
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 29.12.2012 წ ; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016008) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:
1.1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 1. დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება , თანახმად დანართისა (დანართი თან ერთვის);
1.2. დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დაბა მესტიაში;
2. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო უშგულის თემში;
3. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კალის თემში;
4. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო წვირმის თემში;
5. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო იფარის თემში;
6. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მულახის თემში;
7. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ლენჯერის თემში;
8. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ლატალის თემში;
9. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ცხუმარის თემში;
10. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ბეჩოს თემში;
11. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ეცერის თემში;
12. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ფარის თემში;
13. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ლახამულას თემში;
14. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნაკრას თემში;
15. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჭუბერის თემში;
16. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხაიშის თემში;
17. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო იდლიანის თემში.
მუხლი 2. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად.
მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
უზენაესი სასამართლოს განმარტებები
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში.
საიტის გასაუმჯობესებლად
დოკუმენტის კომენტარები