დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 393 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 17/09/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.017065 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/09/2012 - 08/09/2020)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №393
2012 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების თანდართული წესი.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესი
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურება შედგება:
ა) საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის 7%-ისგან;
ბ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის 7%-ისგან;
გ) სააგენტოს ანგარიშზე განთავსებულ ნებისმიერ თანხაზე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ დარიცხული საპროცენტო სარგებლისგან.
2. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 7%-ის გათვალისწინება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის დროს.
3. სააგენტო ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულებამდე, არა უგვიანეს 25 რიცხვისა, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართოს თავის ანგარიშზე მობილიზებული, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხა.
დოკუმენტის კომენტარები