დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 390 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 17/09/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110050.10.003.017062 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/09/2012 - 11/01/2013)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №390
2012 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2012 წლის 5 ივნისის №6377) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქონების მმართველის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი და ფორმა“.
მუხლი 2 . 2012 წლის 17 სექტემბრისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუთმოს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგზე არსებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა უფლება და ვალდებულება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
ქონების მმართველის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი და ფორმა
მუხლი 1 . ზოგადი დებულება
ქონების მმართველის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი და ფორმა (შემდგომში – წესი და ფორმა) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მმართველი პირების უფლებამოსილებებს და მათი განხორციელების წესსა და ფორმას.
მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ფუნქციები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით პრივატიზებას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
დ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;
ე) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ვ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;
ზ) 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას;
თ) სახელმწიფო ქონების ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში გადაცემას, სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ;
ი) ხელშეკრულებების გაფორმებას მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მოძრავი ნივთის, წილებისა და აქციების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას;
კ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველად გადაცემას;
ლ) სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას ქონების (რომლის მესაკუთრეც ვერ დგინდება) მათ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
მ) სახელმწიფო ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) სარგებლობაში გადაცემას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, სასყიდლით, აუქციონის ფორმით;
ნ) საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემას;
ო) კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იმ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის ან პირთა მიმართ, რომლებსაც არ აქვთ ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომლებიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებენ;
პ) სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება, კანონით დადგენილი წესით თანხმობის მიცემას სასყიდლიანი აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გაცემაზე;
ჟ) სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებას;
რ) კანონით დადგენილი წესით წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას აუქციონის ფორმით;
ტ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებების განხორციელებას და გადაწყვეტილების მიღებას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ცვლილების განხორციელების თაობაზე, ასევე გადაწყვეტილების მიღებას შემდეგ საკითხებზე:
ტ.ა) საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება;
ტ.ბ) საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღება;
ტ.გ) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაცია;
ტ.დ) საწარმოებში ინვესტიციების დაბანდება;
ტ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საწარმოების წმინდა მოგების განაწილება;
ტ.ვ) საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;
ტ.ზ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, გაყიდვა, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა;
უ) კანონით დადგენილი წესით მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირის მიერ მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, აქციებისა და წილების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემას;
ფ) წილებისა და აქციების, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;
ქ) კანონით დადგენილი წესით ქონების, მათ შორის უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების, სახელმწიფოს საკუთრებად მიღებასთან, აღრიცხვასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ღ) კანონით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი) საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ყ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ქონებაზე კანონითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
შ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის უფლებამოსილებებს;
ჩ) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართების, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ც) უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების თაობაზე საკითხის მომზადებას და სამინისტროს მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას;
ძ) სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს;
წ) სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებში სახელმწიფო ქონების იპოთეკით ან/და გირავნობით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემას;
ჭ) საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დადასტურებას 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ საკუთრების უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ;
ხ) ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე სახელმწიფო ქონების შემძენის მიმართვის განხილვას და დასაბუთებული წინადადებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის (შემდგომში – მინისტრი) წარდგენას შესაბამის ორგანოსთან შუამდგომლობისათვის;
ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემას;
ჰ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას;
ჰ1) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის განხილვის ინიციირებას;
ჰ2) სახელმწიფო ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და არამართლზომიერი სარგებლობის აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ჰ3) დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს, როგორც თანამესაკუთრის, მიერ თანხმობის გაცემას;
ჰ4) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირება განახორციელოს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოზე, სახელმწიფო ორგანოზე ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.
მუხლი 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას/საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრეზიდენტის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას;
ბ) განსაზღვრავს და წარმართავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას.
მუხლი 4. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის უფლებამოსილებები
სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსი, მის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას) სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) იღებს გადაწყვეტილებას თავის სარგებლობაში არსებული და ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადასცემს სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;
ბ) ბალანსზე რიცხულ ან თავის სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსარგებლის უფლებამოსილებებს.
დოკუმენტის კომენტარები