„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 17/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.017060
  • Word
388
17/09/2012
ვებგვერდი, 17/09/2012
040150000.10.003.017060
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 388

2012 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილის

 „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2011, 040150000.10.003.016305) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.   იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების სააგენტო) ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.“.

2. მე-5 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადებას შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ამ წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით, მიწის ნაკვეთის საზღვრების თანდართულ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, ქონების სააგენტოს წარუდგენს შენობის მესაკუთრე, მის მიერ უფლებამოსილი პირი ან სხვა დაინტერესებული მხარე.

3. განცხადებას შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ამ წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით, მიწის ნაკვეთის საზღვრების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ქონების სააგენტოს, სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო.

4. ქონების სააგენტოს მიერ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია შენობაზე, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს საინფორმაციო დაფა და წარუდგინოს ქონების სააგენტოს საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი.

5. ქონების სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრის ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                         . მერაბიშვილი