„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1757
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 17/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 370030000.22.024.016214
  • Word
1-1/1757
13/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
370030000.22.024.016214
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/1757

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებით (სსმ, 30.09.2010, №125, მუხ. 1820) დამტკიცებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” (შემდგომში – ქონების სააგენტო), ან ქონების სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო.”.

 2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო თანხას, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (შემდგომში – უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია)/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ და შეადგენს სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს ”.

 3. მე-3 მუხლის პირველი-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  1. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ქონების სააგენტოს და მესამე პირს.

2. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე მესამე პირის მიერ საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირები მიმართავენ ქონების სააგენტოს, ან ქონების სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვასა და ნატურაში გადატანას ახორციელებს ქონების სააგენტო ან საკითხის ინიციატორი.”.

 4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვის შესახებ, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, საწყისი საპრივატიზებო თანხა, ლოტის ნომერი და სხვა ინფორმაცია.”.

5. მე-5 მუხლის მე-4 მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო თანხას, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო).

 5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საპრივატიზებო თანხის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

 6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო თანხიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო თანხაზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საპრივატიზებო საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად. ”.

 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. საჯარო აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო თანხას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.

 2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს და ქონების სააგენტოს წარუდგენს მისი გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ქონების სააგენტო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (სამინისტროსა და ქონების სააგენტოს შემთხვევაში − ქონების სააგენტოს ვებგვერდის (www.privatization.ge) მეშვეობით), რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

3. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბეს თანხა ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 4. 2011 წლის 1 იანვრამდე აუქციონის გზით პრივატიზებულ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდა დადასტურდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ წერილობით, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

7. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანის, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოშლის უფლება აქვს ქონების სააგენტოს ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ასევე უფლებამოსილია დაასრულოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის პროცედურა. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ზედამხედველობას და შესაბამისი სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო. ”.

 8. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს ქონების სააგენტოს, ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, შესაბამისი რაიონის გამგეობის დადგენილების გამოცემიდან 2011 წლის 1 მაისამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამგეობის დადგენილებით გათვალისწინებული საიჯარო ვადა ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულების შემთხვევაში 10 წელი გავიდა 2010 წლის 10 აგვისტომდე.”.

 9. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო შემოსულობა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

 1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო შემოსულობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურად.

2. მოიჯარეს შეუძლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის სრულად ან ნაწილ-ნაწილ გადახდა 1 წლის განმავლობაში. საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.”.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ი. მატკავა