„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1753
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 17/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016210
  • Word
1-1/1753
13/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
040110030.22.024.016210
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/1753

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 (სსმ III, 06.10.2010 წ., №128, მუხ. 1864) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს თანდართული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი”.

3. ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლის :

ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების (შემდგომში – აქციები და წილები) პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან” (შემდგომში – ქონების სააგენტო) სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესსა და პირობებს.

2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს ქონების სააგენტო.“

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქონების სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.“

ბ.გ) მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქონების სააგენტოს მართვაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზანია საწარმოს წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, საწარმოში გარე კაპიტალის მოზიდვა და მართვის ეფექტურობის ამაღლება.

7. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს მხოლოდ ქონების სააგენტო.

8. აქციებისა და წილების ქონების სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მართვის უფლებით გადაცემისას, სხვა სუბიექტები არიან ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხოლო აქციებისა და წილების უსასყიდლოდ, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფორმით გადაცემისას სხვა სუბიექტი არის სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო.“

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაწყვეტილებას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იღებს ქონების სააგენტო.

2. ქონების სააგენტო ინფორმაციას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე აქვეყნებს „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“

დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულ პირს ავლენს აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია, რომელიც იქმნება ქონების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე (შემდგომში – კომისია). კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.“

ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლების მიღების მსურველი მიმართავს ქონების სააგენტოს და წარუდგენს:

ა) განცხადებას;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ქონების სააგენტოს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები). დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქონების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.“

ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხვა სუბიექტი (სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო) აქციებისა და წილების მართვის უფლებით უსასყიდლოდ პირდაპირი გადაცემის მიზნით მიმართავს ქონების სააგენტოს, რომელიც ამზადებს საკითხს, რომელიც განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.“

ზ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ, ხოლო პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში ქონების სააგენტო აუქციონში გამარჯვებულ მონაწილესთან ან მმართველ პირთან აფორმებს ხელშეკრულებას.“

თ) მე-7 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციებისა და წილის მართვის უფლების მქონე პირს მესაკუთრესთან – ქონების სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილი, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის ან უფლებრივად დატვირთვის თაობაზე. ამასთან, მართვის უფლების მიმღები პირი ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.“

თ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“

თ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მმართველი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ქონების სააგენტოს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად, მმართველ პირს ჩამოართვას აქციებისა და წილის მართვის უფლება. წილები და აქციები უბრუნდება ქონების სააგენტოს. ამასთან, მმართველს არ აუნაზღაურდება ქონებაზე გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან .

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                     ი. მატკავა