დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 396 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016466 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №396
2012 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
მუხლი 1. „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო, ომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016392) დამტკიცებულ „საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)”-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 ჯგუფის 0803 სასაქონლო პოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„0803 | ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი: |
|
0803 10 | — პლანტაინები: |
|
0803 10 100 00 | — — ახალი | — |
0803 10 900 00 | — — ხმელი | — |
0803 90 | — დანარჩენი: |
|
0803 90 100 00 | — — ახალი | — |
0803 90 900 00 | — — ხმელი | —” |
2. 27-ე ჯგუფის:
ა) 2714 სასაქონლო პოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2714 | ბიტუმი და ასფალტი, ბუნებრივი; ბიტუმოვანი ფიქალები ან ფიქალის ზეთი და ბიტუმოვანი ქვიშაქვა; ასფალტიტები და ასფალტის ქანები: |
|
2714 10 000 00 | — ბიტუმოვანი ფიქალები ან ფიქალის ზეთი და ბიტუმოვანი ქვიშაქვა | — |
2714 90 000 00 | — დანარჩენი | —“ |
ბ) 2714 სასაქონლო პოზიციის 2714 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციის
შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სასაქონლო პოზიციები:
„2715 00 000 00 | ბიტუმოვანი ნარევები, ბუნებრივი ასფალტის, ბუნებრივი ბიტუმის, ნავთობის ბიტუმის, მინერალური ფისებისა ან მინერალური ფისების სქელფისის ფუძეზე (მაგალითად ბიტუმოვანი მასტიკები, ასფალტოვანი ნარევები გზების საფარებისათვის)
| — |
2716 00 000 00 | ელექტროენერგია | 1000 კვტ.სთ“ |
3. 48-ე ჯგუფის 4819 სასაქონლო პოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4819 | ყუთები, კოლოფები, ტომრები, პაკეტები და სხვა საფუთავი ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბამბისა ან ცელულოზის ბოჭკოების ტილოსაგან; კართოტეკის კოლოფები, ხონჩები წერილებისათვის და სხვა ანალოგიური ნაწარმი, ქაღალდისა ან მუყაოსაგან, გამოსაყენებელი დაწესებულებებში, მაღაზიებში ან ანალოგიური მიზნებისათვის: |
|
4819 10 000 00 | —კოლოფები და ყუთები გოფრირებული ქაღალდისა ან გოფრირებული მუყაოსაგან |
— |
4819 20 000 00 | —კოლოფები და ყუთები დასაკეცი, არაგოფრირებული ქაღალდისა ან არაგოფრირებული მუყაოსაგან |
— |
4819 30 000 00 | – ტომრები და ჩანთები 40 სმ ან მეტი სიგანის ძირით | — |
4819 40 000 00 | — ტომრები და პაკეტები დანარჩენი, კონუსურების ჩათვლით | — |
4819 50 000 00 | — დანარჩენი საფუთავები, გრამფირფიტების კონვერტების ჩათვლით | — |
4819 60 000 00 | — კარტოთეკის კოლოფები, ხონჩები წერილებისათვის, დოკუმენტების შესანახი ყუთები და ანალოგიური ნაწარმი, გამოსაყენებელი დაწესებულებებში, მაღაზიებში ან ანალოგიური მიზნებისათვის |
—“ |
4. 98-ე ჯგუფი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯგუფი 98
კლასიფიკაციის განსაკუთრებული პირობები
შენიშვნები:
1. მეორადი, არაერთგვაროვანი საქონლის სასაქონლო პარტია მოცემულ ჯგუფში ჩაირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: პარტია შეძენილია ერთი ტრანზაქციით და დოკუმენტების საფუძველზე ვერ ხერხდება პარტიის შემადგენელი ნაწილების ღირებულების დადგენა; საქონლის დათვალიერებისას ნათლად ჩანს, რომ ის მეორადი მოხმარებისაა; არ გააჩნია საცალო შეფუთვა და წარმოდგენილია ნაყარი სახით ან შეფუთულია არასტანდარტულ ტარაში (ტომარა, ფუთა, ყუთი და ა.შ.).
2. ამ ჯგუფში საქონელი ჩაირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, არ იქნება წარმოდგენილი იმ რაოდენობით და ფასით, რომ მასთან ერთად წარმოდგენილი სხვა დანარჩენი საქონელი ჩაითვალოს უმნიშვნელო ოდენობით წარმოდგენილად.
3. ამ ჯგუფში არ ჩაირთვებიან 4011 და 4012 სასაქონლო პოზიციის საბურავები და სალტეები მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოდგენილია სხვა საქონელთან ერთად და არიან მეორადი მოხმარების.
დამატებითი შენიშვნები პოზიციების მიმართ:
1. 9801 სასაქონლო პოზიციაში ტერმინი „მანქანის ნაწილი“ აღნიშნავს ნებისმიერ ნაწილს, რომლიც დამატებითი გამოკვლევის გარეშე შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული ასეთად.
2. 9803 სასაქონლო პოზიციაში ჩაირთვება 4201, 4202 და 4203 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი მეორადი მოხმარების საქონლის ნაკრებები.
3. 9805 სასაქონლო პოზიციაში ჩაირთვება მხოლოდ ისეთი ნაჭრები და ქსოვილები, რომელთა სამკერვალო საწარმოებში გამოყენება შეუძლებელია ერთი სახეობის ნაჭერის მცირე რაოდენობის გამო.
სეს ესნ კოდი |
პოზიციის დასახელება | დამატებითი ზომის ერთეული |
| I. მეორადი მოხმარების საქონელი |
|
9801 | ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი: |
|
9801 10 000 00 | —ავტომანქანების ნაწილები, 87-ე სასაქონლო ჯგუფის | — |
9801 90 000 00 | — დანარჩენი | — |
9802 00 000 00 | მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოები | — |
9803 00 000 00 | მეორადი მოხმარების ტყავის ნაწარმი | — |
9804 00 000 00 | მეორადი მოხმარების, რბილი ავეჯის ნაკრები | — |
| II. ნაკრებები და მრავალკომპონენტიანი ნარევები; |
|
9805 00 000 00 | ნაჭრები და ქსოვილების ნაკრები მრეწველობაში გამოყენებისათვის გამოუსედაგარი |
—” |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 15 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ა. ხეთაგური
დოკუმენტის კომენტარები