სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების შესახებ

სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-63/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016180
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-63/ნ
12/09/2012
ვებგვერდი, 12/09/2012
470230000.22.035.016180
სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/09/2012 - 25/07/2018)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-6 3/

2012 წლის 1 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების შესახებ

  სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების დანართ 21-ის 32-ე პუნქტისა , და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 13 მუხლის შესაბამისა დ,
ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების წესი .

2.   ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან .

ზ. ჭიაბერაშვილი

სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების წესი

ზოგადი დებულებები

მუხლი1. ზოგადი დებულებები

1. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემა (შემდგომში ხარისხის მართვის სისტემა).

2. ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირებისათვის, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ხელმძღვანელის მიერ შექმნილი ხარისხის მართვის ერთეული (პირის/პირების ან ქვედანაყოფის/ქვედანაყოფების სახით), რომელსაც უნდა ხელმძღ ვანელობდეს დაწესებულების მენეჯერული რგოლის წარმომადგენელი.

3. ხარისხის მართვის ერთეული , თავის სამუშაო პროცესს წარმართავს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შიდა ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით.

4. ინსტრუქცია უნდა მოიცავდეს როგორც დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ისე დაწესებულების შიდა განაწესით გაწერილი მოთხოვნების (მათ შორის, წესების, ნორმების, სტანდარტებისა და ინდიკატორების) სტაციონარში დანერგვის, შემდგომში პროცესებზე მონიტორინგისა და კონტროლის, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის დროში გაწერილ ღონისძიებებს, ინსტრუქცია ასევე უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების პროცესში მოსალოდნელი რისკების მართვისა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირების გეგმას, დაწესებულების სიმძლავრისა და მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით. 

    მუხლი 2. ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციები

ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციებია:

ა) სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობის და სამედიცინო პერსონალის დროული და ადეკვატური ინფორმირება სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;

ბ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

გ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა და პერიოდული მონიტორინგი;

დ) პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება/დანერგვა.

    მუხლი 3. ხარისხის მართვის სისტემა

1. ხარისხის მართვის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგს, კონტროლს, შედეგების ანალიზს და ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას შემდეგ საკითხებზე:

ა) სანებართვო პირობების შესრულება;

ბ)ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართული მუშაობა;

გ) სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია;

დ) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა;

ე) ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა;

ვ) ქვეყანაში აღიარებული სტანდარტების (გაიდლაინი, პროტოკოლი) სამედიცინო მომსახურების პროცესში გამოყენება;

ზ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;

თ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დროული და მართებული წარმოება;

ი) რეფერალურ ქსელში ეფექტური ჩართულობა.

2. სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემა ასევე უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) კანონმდებლობით განსაზღვრულ სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით , სამედიცინო მომსახურების ხარისხის ა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების, კერძოდ: ჰოსპიტალიზაციის, საწოლზე დაყოვნების, საწოლის დატვირთვის, საწოლის ბრუნვის, ინციდენტობის, ნოზოკომიური (ჰოსპიტალური) ინფექციების, ლეტალობის (მათ შორის პოსტოპერაციული) მაჩვენებლების დანერგვას, შეფასებას, რეაგირებას;

ბ) პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასების მონიტორინგს და ანალიზ ;

გ) სამედიცინო საქმიანობის დროს დაშვებული ( მათ შორის, მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებული) შეცდომების მონიტორინგ და მართვ ას;

3. სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის ერთეული მონაწილეობს ეთიკური საკითხების განხილვაში, აუცილებელი წესით აღრიცხავს და შეისწავლის შემდეგ შემთხვევებს:

ა) ლეტალური გამოსავალი;

ბ) პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;

გ) სამედიცინო შეცდომა/სამედიცინო გადაცდომა;

დ) ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა;

ე) პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი;

ვ) სტატისტიკურად ხშირი გართულება;

ზ) რეჰოსპიტალიზაცია იგივე დიაგნოზით;

თ) საწოლზე დაყოვნების გახანგრძლივება;

ი) სამეანო სერვისის მიწოდების შემთხვევაში, სტატისტიკურად მკვეთრად გაზრდილი ქირურგიული ჩარევების (მათ შორის, საკეისრო კვეთა) შემთხვევები.

    მუხლი 4. შედეგები და ანგარიშგება

ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს სტაციონარული დაწესებულების ანგარიშგების ფორმაში.