,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-61/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016178
  • Word
01-61/ნ
07/09/2012
ვებგვერდი, 07/09/2012
470230000.22.035.016178
,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-61/

2012 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის 51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების (სსმ III, 26.02.2010, 23, მუხ. 310) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში (მინდობით აღზრდის პროცედურები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვერ აკმაყოფილებს დედობილის/მამობილის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სოციალური მუშაკი არ ახორციელებს მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასებას და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს. ამასთან, მინდობით აღზრდის მსურველ პირს შეუძლია განმეორებითი განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს დედობილის/მამობილის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.”.

2. მე-8 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაუყოვნებლივ, თუ ბავშვი განთავსებულია მინდობით აღზრდაში და ფიზიკურად არ იმყოფება დედობილთან/მამობილთან, გარდა იმ საპატიო მიზეზისა, რომელიც ცნობილია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოსთვის;“.

3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას (დედობილზე/მამობილზე, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი უახლოესია ბავშვის საცხოვრებელთან/გამოვლენის ადგილთან, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს) იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. ამასთან, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში ბავშვი შეიძლება განთავსდეს არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა, რომლის ვადის ათვლაც დაიწყება ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.“.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში ყოველი თვის 25 რიცხვამდე ანაზღაურდება გასული თვის განმავლობაში ბავშვის მიმღებ ოჯახში ფაქტობრივად ყოფნის კალენდარული დღეები, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა.

3. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გასაცემი თანხა განისაზღვრება რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არსებული მდგომარეობით და დაფინანსება გრძელდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, მიუხედავად მინდობით აღზრდის პირობების შეცვლისა, გარდა შშმ სტატუსის დადგენის ან დაკარგვის შემთხვევებისა.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჭიაბერაშვილი