დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინალური სერთიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 361 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340030000.10.003.017034 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №361
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-6 მუხლის 22 და 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს ცხოველთა ჯანმრთელობის კლინიკურად დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 5 დღით, ხოლო წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის 48 საათით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას.
23. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს ცხოველთა ჯანმრთელობის დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 1 დღით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას და განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნება ვეტერინარი ექიმის მიერ დამოწმებული ინფორმაცია, რომ:
ა) სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს ცხოველი დანომრილია ცხოველებისათვის განკუთვნილი საყურე ნიშნით, რომლითაც შესაძლებელია ცხოველის იდენტიფიკაცია და მიკვლევადობა;
ბ) დანომრილ სანაშენე და საკლავ ცხოველებს ბოლო 6 თვის განმავლობაში და არანაკლებ ბოლო 21 დღისა, ჩაუტარდათ თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან/და ბოლო 14 დღის განმავლობაში ლაბორატორიული გამოკვლევა არასტრუქტურულ პროტეინებზე (N SP), რომლის ანალიზის პასუხი უარყოფითია;
გ) დანომრილ სანაშენე და საკლავ ცხოველებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში და არანაკლებ ბოლო 14 დღისა, ჩაუტარდათ ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
დ) დანომრილ სანაშენე და საკლავ ცხოველებს ჩაუტარდათ ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან/და ბოლო 14 დღის განმავლობაში ლაბორატორიული გამოკვლევა, რომლის ანალიზის პასუხი უარყოფითია.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 და 25 პუნქტები:
„24. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე საკარანტინო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ საერთო საკარანტინო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს.
25. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, კარანტინში განთავსების ვადა გრძელდება ანალიზის პასუხის მიღებამდე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები