„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 040090000.22.024.016205
  • Word
1-1/1696
24/08/2012
ვებგვერდი, 27/08/2012
040090000.22.024.016205
„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/1696

2012 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებით (სსმ III, 09.09.2010წ., №114, მუხ.1720) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების სააგენტო ), მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგან ო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის თაობაზე – ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი ერიცხება ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული.“;

ბ) მე-4 -მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვას ახორციელებს ქონების სააგენტო, მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგან ო, ხოლო ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა საზ­ღვარ­გარეთ საქართველოს დიპლო­მა­ტიური წარმო­მადგენ­ლო­ბებისა და საკონსულო დაწესე­ბულებებისა), რომელსაც მოძრავი ნივთი ერიცხება ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული, გადაწყვეტილებას იღებს მოძრავი ნივთის განკარგვის შესახებ.

5. საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განმკარგავი სუბიექტის მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად.

6. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“;

გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი -მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი.

2. სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას განსაზღვრავს ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს.

3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის განკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას განკარგვის დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.

4. სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.”;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ სახელმწიფო ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.”;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია, სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, სახელმწიფო ქონების აუქციონზე გამოტანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების დადგენილი წესით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10% ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარების თარიღს.”;

დ) მე-11 პუნქტის:

დ.ა) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ განსაზღვრული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;”;

დ.ბ) „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი ჩათვლის მიზანშეწონილად.”;

ე) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;“;

ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სახელმწიფო ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.”;

) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

15. სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. კომისია სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის სახელით გასცემს აუქციონში გამარჯვების დადასტურებას, რომლის საფუძველზეც აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. მესამე პირი (წარმომადგენელი, შუამავალი) საჯარო აუქციონში

ქონების სააგენტო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო ქონების განკარგვის ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას ან/და მოძრავი ქონების განკარგვის ინიციირებას.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს, საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ დადგენილ საათამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების განმკარგავმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.”.

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, იმ სახელმწიფო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს, საწყის საპრივატიზებო თანხას, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

გ) მე-4 პუნქტის „ე” და „ვ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში) და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

ვ) სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.”.

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-4-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი).

5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო თანხიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა ითვლება გამარჯვებულად.

7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია გასცეს გამარჯვების დადასტურება.

8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე ან მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, ხოლო თუ მონაწილის(ების) გამოუცხადებლობის მიუხედავად აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ აუქციონზე, უბრუნდებათ საბანკო გარანტია/ბე.

9. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების განმკარგავმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.”.

6. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  1. აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში ქონების განმკარგავ სუბიექტსა და გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო საფასურის ნაწილად.

6. გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საინვესტიციო პირობების არარსებობისას მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი ქონების სააგენტოს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

7. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან ქონების სააგენტოს მიერ გაცემულ თანხმობაში, რაც გამოიხატება მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებაში.

8. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის მიზნით უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან ქონების სააგენტოს მიერ გაცემულ თანხმობაში, რაც გამოიხატება მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებაში.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ქონების სააგენტოსა და მას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს.

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ სახელმწიფო ქონების შემძენი პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას ერთმევა საკუთრების უფლება და ქონება ბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქონება ბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ სხვა სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა „გამყიდველის“ მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.”.

 მუხლი 2. ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-8 პუნქტის გ” ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

  მუხლი 3. ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის გ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                       დ. გიორგაძე