„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 350
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.033.016444
  • Word
350
22/08/2012
ვებგვერდი, 29/08/2012
010130000.22.033.016444
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის

რთობლივი ბრძანება №350-№145

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1. „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, №172, მუხ.2542, 31/12/2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე -4 მუხლის მე -3 -მე -6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ფიზიკური პირი, რომელსაც არ გააჩნია საქართველოში ბინადრობის ნებართვა და დაინტერესებულია საქართველოს რეზიდენტობის მოპოვებით, პირადად, უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შემოსავლების სამსახურის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადებას (დანართი №2 ორ ეგზემპლარად) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, იგი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შემოსავლების სამსახურის ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით წარუდგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადებას (დანართი №2, ორ ეგზემპლარად) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად.

4. შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ პირის განცხადება თანდართულ საბუთებთან ერთად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარედგინება მატერიალური და ელექტრონული ფორმით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარედგინება სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვისას, თუ დადგინდება, რომ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს ბინადრობის ნებართვის მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს ბინადრობის ნებართვის გაცემას.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

საქართველოს იუსტიციის სა მინისტროს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

განმცხადებელი:

მისამართი:

ტელეფონი:

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

„უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, გთხოვთ მომცეთ/გამიგრძელოთ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა.

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი: ------------------------------------------------------------------

2. სახელი და/ან გვარი მის შეცვლამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

-----------------------------------------------------------------------------------------

3. სქესი: ------------- 4. მოქალაქეობა: ------------------ 5. პასპორტის №

6. ბინადრობის მოწმობის №        გამცემი ორგანო: -------------------------------

7. დაბადების თარიღი და ადგილი: ---------------------------------------------

8. მისამართი და ტელეფონის ნომერი მოქალაქეობის ქვეყანაში:

-------------------------------------------------------------------------------------------

9. საცხოვრებელი ადგილი საქართველოში (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ბინის ან სახლის

მესაკუთრის (დამქირავებლის) გვარი, სახელი): ------------------------

----------------------------------------------------------------------------------------

10. შემოსავლის ლეგალური წყარო და ოდენობა: ------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------

11.ინფორმაცია თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის შეფარდების შესახებ:

 კი □                                                                                               არა □

12. შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------

 ----------------------------------------------------------------------------------------

 13. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

ხელმოწერა

თარიღი“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური

. ადეიშვილი