საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/09/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 11/10/2000
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
513
27/09/2000
სსმ, 35, 11/10/2000
0000.00.00.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 161-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 161. საგადასახადო განაკვეთები

გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახეობების, ტვირთამწეობისა და ტევადობის მიხედვით და შეადგენს:

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახეობები

გადასახადის ოდენობა ლარებში

მსუბუქი ავტომობილი

5

სატვირთო ავტომობილი ტვირთამწეობით 3 ტონამდე (ჩათვლით)

10

სატვირთო ავტომობილი ტვირთამწეობით 3-დან 10 ტონამდე (ჩათვლით)

50

სატვირთო ავტომობილი ტვირთამწეობით 10-დან 20 ტონამდე (ჩათვლით)

80

სატვირთო ავტომობილი 20 ტონაზე მეტი ტვირთამწეობით

100

ავტობუსი 12 ადგილამდე (ჩათვლით)

50

ავტობუსი 13-დან 30 ადგილამდე (ჩათვლით)

70

ავტობუსი 30-ზე მეტი ადგილით

100

 

II. „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში რიცხვები: 0,6; 0,8; 1; 1,2; 1,4 შესაბამისად შეიცვალოს ციფრებით: 0,3; 0,4; 0,5; 0,6; 0,7; ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში რიცხვები 1,4; 1,8; 1,4; 1,8; 2,4; 2,2; 0,4; 0,4; 2,4 შესაბამისად შეიცვალოს რიცხვებით: 0,7; 0,9; 0,7; 0,9; 1,2; 1,1; 0,2; 0,2; 1,2“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:

„სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო თანხის სიდიდე არ შეიძლება იყოს 3750 ლარზე ნაკლები“.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18

მფლობელი ვალდებულია, ხოლო დაზარალებულს ან დაზარალებულის წარმომადგენელს შეუძლიათ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას (სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას) წერილობით განუცხადონ მზღვეველს ამის შესახებ შემთხვევიდან არა უგვიანეს 30 დღე-ღამისა (დასვენებისა და უქმე დღეების ჩაუთვლელად) და 45 დღეში წარუდგინონ ცნობები მიყენებული ზიანის დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ“.

III. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საკანონმდებლო მაცნე №22 (29), 16 ივნისი, 1999) მე-11 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერებისას ტარიფები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი მავნე აირების, ხმაურის, განათებისა და კვების სისტემის შემოწმება – 5 ლარი;

ბ) ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების ფირნიშის ღირებულება – 1 ლარი.

3. დიაგნოსტიკური შემოწმების ტარიფები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) მსუბუქი ავტომანქანა – 7 ლარი;

ბ) ავტობუსი:

25-მდე ადგილით – 10 ლარი;

25 და 25-ზე მეტი ადგილით – 13 ლარი;

გ) სატვირთო ავტომანქანა:

2 ტონამდე ტვირთამწეობის – 10 ლარი;

2 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის – 13 ლარი.“.

IV. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2001 წლის პირველი იანვრიდან.

V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 27 სექტემბერი.

№513–Iს