„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვალის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვალის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-54/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016171
  • Word
01-54/ნ
10/08/2012
ვებგვერდი, 14/08/2012
470230000.22.035.016171
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვალის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-5 4/

2012 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვალის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლი №51/ნ ბრძანებაში (სსმ III, 26.02.2010 , №23, მუხ. 31 0) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე- 2–მე-8 პუნქტები და ამ პუნქტებით დამტკიცებული №2–№8 დანართები ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანების მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგის შინაარსის 81” პუნქტი:

 ,,81 .დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო), უზრუნველყოს მინდობით აღზრდის პროცედურებისთვის საჭირო ფორმების დამტკიცება.”.

3. პირველი პუნქტით დამტკიცებული (მინდობით აღზრდის პროცედურები”) დანართი 1-ის:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ.ა) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ასაკობრივი სხვაობა ნაკლებია 16 წელზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა;” ;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიმართვა

1. ბავშვის მინდობით აღზრდის (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდის) მსურველმა პირმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს (თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), წარუდგინოს მისი და ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა) ასლი და შეავსოს განაცხადი (შემდგომში განაცხადი) და გადაუდებელი მინდობით აღზრდის მსურველ პირად რეგისტრაციის შემთხვევაში დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ცნობა ნასამართლების შესახებ;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს მონაცემებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ;

დ) ძალაში მყოფი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ადასტურებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა, გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდის მსურველი პირისა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინოს მისთვის ბავშვის შეთავაზების შემდეგ, რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა:

ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო;

გ) იმ პირისა, რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები:

გ.ა) ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის;

გ.ბ) შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;

გ.გ) ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;

გ.დ) ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;

გ.ე) ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;

გ.ვ) ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე;

გ.ზ) ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით, მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;

გ.თ) ყველა დაავადება და ტრამვა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ დედობილი/მამობილის არსებობისას მხოლოდ ერთს გააჩნია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი);

დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა, მეურვისა/მზრუნველისა და სხვა პირებისა, რომლებსაც აკისრიათ მინდობით აღსაზრდელი ბავშვის რჩენის ვალდებულება;

ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი;

ზ) იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დად­გენილ ზღვრულ ქულაზე;

თ) იმ პირისა, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვერ აკმაყოფილებს დედობილის/მამობილის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს სოციალური მუშაკი არ ახორციელებს მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასებას და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს.”;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. მინდობის აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასება

1. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი აკმაყოფილებს დედობილის/მამობილის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სოციალური მუშაკი განაცხადის შევსებიდან არა უმეტეს 20 სამუშაო დღისა, ახორციელებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასებას და წერს დასკვნას.

2. სოციალური მუშაკის მიერ მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის განხილვას შეიძლება დაესწროს მინდობით აღზრდის მსურველი პირი/ოჯახი. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

3 . მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პირს შეუძლია გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ განმეორებით მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს დედობილად/მამობილად რეგისტრაციის თაობაზე.”;

 დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე პირი:

ა) რომელიც არის ობოლი;

ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

გ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) შეეზღუდა (შეეზღუდათ), ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან შეუჩერდა (შეუჩერდათ) მშობლის უფლება-მოვალეობები.”;

ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. დედობილის/მამობილის რეგისტრაციის გაუქმება

დედობილის/მამობილის რეგისტრაცია უქმდება:

ა) დაუყოვნებლივ, თუ ბავშვი არ არის განთავსებული დედობილთან/მამობილთან;

ბ) დაუყოვნებლივ, თუ დედობილთან/მამობილთან ბავშვის ყოფნა საზიანოა მისი ინტერესებისათვის გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო;

გ) დედობილის/მამობილის რეგისტრაციიდან 1 წლის გასვლისას, თუ ამ ვადაში არ მოხდა დედობილისათვის/მამობილისათვის პირის მინდობით აღზრდაში გადაცემა;

 დ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ან თუ განაცხადში დეკლარირებული მონაცემები არასწორია (გარდა ტექნიკური უზუსტობისა). განაცხადში ინფორმაციის არასწორად მითითების შემთხვევაში, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ არეგისტრირებს დედობილ/მამობილად, მიუხედავად მისი განმეორებითი მომართვისა.”;

ვ) მე-11 მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტის ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) მინდობით აღსაზრდელსა და დედობილს/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა.”;

 ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას (დედობილზე/მამობილზე, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი უახლოესია ბავშვის საცხოვრებელთან/გამოვლენის ადგილთან, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს) იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.”.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

 ზ. ჭიაბერაშვილი