საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 15/05/2000
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.769
  • Word
292
05/05/2000
სსმ, 18, 15/05/2000
080.000.000.05.001.000.769
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41 (48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები �ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას�.

2. მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.�.

3. მე-18 მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები �მძიმე ან�.

4. 21-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: �დამხმარეს აგრეთვე არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან ამსრულებლის მიერ დანაშაულის დაწყებამდე უარი თქვა შეესრულებინა შეპირებული ქმედება ანდა ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრებამდე უკან დაიბრუნა დანაშაულის ჩასადენად გადაცემული იარაღი ან საშუალება.�;

ბ) მე-4 ნაწილში სიტყვა �ჩადენა� შეიცვალოს სიტყვით �დამთავრება�;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი.�.

5. 30-ე მუხლში სიტყვა �ხელმყოფს� შეიცვალოს სიტყვით �სხვას�.

6. IX თავის სათაურს სიტყვის �გამომრიცხველი� შემდეგ დაემატოს სიტყვები �ან შემამსუბუქებელი�.

7. 35-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა �თავისუფლდება� შეიცვალოს სიტყვებით �შეიძლება გათავისუფლდეს�.

8. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

�3. დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ამ კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასჯელთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიება დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევის სახით.�.

9. 45-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა �ოდენობის� შეიცვალოს სიტყვით �ოდენობით�.

10. 46-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა �ოდენობის� შეიცვალოს სიტყვით �ოდენობით�.

11. 47-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა �თექვსმეტ� შეიცვალოს სიტყვით �თოთხმეტ�.

12. 50-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები �ამ კოდექსით� შეიცვალოს სიტყვით �კანონით�;

ბ) მე-3 ნაწილს დასაწყისში დაემატოს სიტყვები �საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის,�.

13. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� მუხლი 52. დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევა

1. დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

2. ნივთის ჩამორთმევის საკითხს წყვეტს სასამართლო. ასეთი ღონისძიების გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა იგი საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.�.

14. 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წელს.�.

15. მე-60 მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვა �62-ე� შეიცვალოს სიტყვით �61-ე�.

16. 68-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვა �ორი� შეიცვალოს სიტყვით �სამი�;

ბ) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები �ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების არსებობისას�.

17. 69-ე მუხლში სიტყვა �ორი� შეიცვალოს სიტყვით �სამი�.

18. 70-ე მუხლში სიტყვები �ქმედება მართლსაწინააღმდეგო აღარ არის� შეიცვალოს სიტყვებით �ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია�.

19. 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის �გ� ქვეპუნქტში სიტყვა �61-ე� შეიცვალოს სიტყვით �მე-60�.

20. 74-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის �დანაშაულის� შემდეგ დაემატოს სიტყვები �ჩადენამდე ან�.

21. 75-ე მუხლის:

ა) სათაურში სიტყვა �შვიდ� შეიცვალოს სიტყვით �ხუთ�;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს ან ქალს, რომელსაც ჰყავს ხუთ წლამდე შვილი, სანამ ბავშვი ხუთი წლის გახდება.�;

გ) მე-3 ნაწილში სიტყვა �შვიდი� შეიცვალოს სიტყვით �ხუთი�.

22. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

�5. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.�

23. 82-ე მუხლის �ე� და �ვ� ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად �ვ� და �ზ� ქვეპუნქტებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის �ე� ქვეპუნქტი:

�ე) თავისუფლების შეზღუდვა;�.

24. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 861 მუხლი:

��� ��მუხლი 861. თავისუფლების შეზღუდვა

არასრულწლოვანს თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება:

ა) განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებისას � ორ წლამდე ვადით;

ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაულისათვის მსჯავრდებისას � ოთხ წლამდე ვადით.�.

25. 88-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვის �ის� შემდეგ დაემატოს სიტყვა �სრულწლოვანებამდე�.

26. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის �ა� ქვეპუნქტს სიტყვის �გათვალისწინებული� შემდეგ დაემატოს სიტყვა �მართლსაწინააღმდეგო�.

27. 107-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა �104-ე� შეიცვალოს სიტყვით �102-ე�.

28. 109-ე მუხლის �დ� ქვეპუნქტში სიტყვა �არასრულწლოვნისა� შეიცვალოს სიტყვით �მცირეწლოვნისა�.

29. 116-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვა �სამ� შეიცვალოს სიტყვით �ხუთ�;

ბ) მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვა �ექვს� შეიცვალოს სიტყვებით �ერთიდან შვიდ�.

30. 118-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები �117-ე მუხლით� შეიცვალოს სიტყვებით �117-ე მუხლის მე-2 ნაწილით�.

31. 128-ე მუხლის სანქციაში სიტყვა �ანდა� შეიცვალოს სიტყვით �ან� და სანქციას ბოლოში დაემატოს სიტყვები �ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე�.

32. 129-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე�.

33. 134-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები �აღება მისი ნების საწინააღმდეგოდ� შეიცვალოს სიტყვებით �აღების იძულება�.

34. 138-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის �ბ� ქვეპუნქტში სიტყვები �138-ე და 141-ე� შეიცვალოს სიტყვებით �139-ე, 140-ე და 141-ე�;

ბ) მე-3 ნაწილის �ა� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, �ბ�, �გ�, �დ�, �ე� და �ვ� ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად �ა�, �ბ�, �გ�, �დ� და �ე� ქვეპუნქტებად, ხოლო სანქციაში სიტყვები �ათიდან ოც� შეიცვალოს სიტყვებით �ხუთიდან თხუთმეტ�;

გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

�4. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი,�

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.�.

35. 143-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები �ოთხიდან რვა� შეიცვალოს სიტყვით �ხუთ�;

ბ) მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები �ხუთიდან თორმეტ� შეიცვალოს სიტყვებით �სამიდან ათ�;

გ) მე-3 ნაწილის სანქციაში სიტყვა �რვიდან� შეიცვალოს სიტყვით �ხუთიდან�;

დ) შენიშვნა ამოღებულ იქნეს.

36. 144-ე მუხლის შენიშვნა ამოღებულ იქნეს.

37. 147-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები �ხუთიდან თორმეტ� შეიცვალოს სიტყვებით �ორიდან ათ�;

ბ) მე-3 ნაწილის დისპოზიციაში სიტყვის �რამაც� შემდეგ დაემატოს სიტყვა �გაუფრთხილებლობით�, ხოლო სანქციაში სიტყვები �რვიდან თხუთმეტ� შეიცვალოს სიტყვებით �ხუთიდან თორმეტ�.

38. 149-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვა �ხუთ� შეიცვალოს სიტყვებით �ორიდან ექვს�;

ბ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე�.

39. 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის �დ� ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა �მოძრავი�.

40. 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის �დ� ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა �მოძრავი�.

41. 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის �ე� ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა �მოძრავი�.

42. 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის �გ� ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა �მოძრავი�.

43. 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის �დ� ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა �მოძრავი�.

44. 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის �გ� ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა �მოძრავი�.

45. 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციაში სიტყვები �ოთხიდან რვა� შეიცვალოს სიტყვებით �სამიდან ათ�.

46. 189-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 189. ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა

1. საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის, გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასელექციო მიღწევის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის ავტორობის მითვისება, �

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. სხვისი საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის, გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასელექციო მიღწევის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მართლსაწინააღმდეგოდ, კომერციული მიზნით გამოყენება ან მის თანაავტორობაზე იძულება, �

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.�.

47. 196-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 196. სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენება

1. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტური ან საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. არარეგისტრირებულ სასაქონლო (მომსახურების) ნიშანთან, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება, �

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, �

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ანდა ჯარიმით.�

48. 197-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები �ანდა რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა�.

49. 208-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები �ოთხ წლამდე� შეიცვალოს სიტყვებით �ორიდან ექვს წლამდე�;

ბ) მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები �ორიდან ხუთ� შეიცვალოს სიტყვებით �სამიდან რვა�.

50. 212-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება, ��;

ბ) ბოლოს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

�შენიშვნა: ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ყალბი საბანკო ბილეთი, ლითონის მონეტა ან ფასიანი ქაღალდი, რომლის რაოდენობრივი მაჩვენებელი აღემატება ათი ათას ლარს.�.

51. 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე�.

52. 214-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 214. საბაჟო წესის დარღვევა

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით,�

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით,�

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.

3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, �

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე.

4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) საბაჟო კონტროლის განმხორციელებლის მიმართ ძალადობით, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: 1. ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომელზედაც საბაჟო გადასახდელის გადაუხდელი თანხა აჭარბებს რვაას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომელზედაც საბაჟო გადასახდელის გადაუხდელი თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს.

2. საბაჟო წესის დარღვევისათვის სასჯელთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიება დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევის სახით.�.

53. 227-ე მუხლის:

ა) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები �ან გატაცება�;

ბ) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები �გატაცების მიზნით ან გატაცება�.

54. 236-ე მუხლის სათაურსა და ტექსტს სიტყვების �ცეცხლსასროლი იარაღის� შემდეგ დაემატოს სიტყვები �(გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა)�.

55. 237-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების �ცეცხლსასროლი იარაღის� შემდეგ დაემატოს სიტყვები �(გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა)�.

56. 238-ე მუხლში სიტყვების �ცეცხლსასროლი იარაღის� შემდეგ დაემატოს სიტყვები �(მათ შორის, გლუვლულიანი სანადირო თოფის)�, ხოლო სიტყვები �თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე� შეიცვალოს სიტყვებით �თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე�.

57. 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვა �ხუთ� შეიცვალოს სიტყვით �რვა�.

58. 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვა �ხუთ� შეიცვალოს სიტყვით �რვა�.

59. 246-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვა �ხუთ� შეიცვალოს სიტყვით �შვიდ�.

60. 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვა �ხუთ� შეიცვალოს სიტყვით �შვიდ�.

61. 248-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვა �ხუთ� შეიცვალოს სიტყვით �შვიდ�.

62. 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციაში სიტყვა �ხუთ� შეიცვალოს სიტყვით �შვიდ�.

63. 275-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც სპეციალურად ევალება ამ წესის დაცვა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, �

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის �მოსპობა, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

6. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.�.

64. 276-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, �

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, �

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის �მოსპობა, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

6. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.�.

65. 284-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვა �გადაღება� შეიცვალოს სიტყვით �მოპოვება�;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

�3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი, �

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.�.

66. 318-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას ბოლოში დაემატოს სიტყვები �ან უვადო თავისუფლების აღკვეთით�.

67. 329-ე მუხლის შენიშვნა ამოღებულ იქნეს.

68. 332-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

�3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;

გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით,�

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.�.

69. 336-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვა �ხუთ� შეიცვალოს სიტყვით �შვიდ�.

70. 376-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები �მძიმე ან�.

71. 413-ე მუხლის �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) ომის სხვა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და არ ისჯება ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით, ��.

72. 415-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. ამ კოდექსის XXXIII თავი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგისა და ძლიერმოქმედი ნივთიერების მიმართ ძალაშია �ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შესახებ� საქართველოს კანონის ამოქმედებიდან.�.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ����� ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 5 მაისი.

№292�II