“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 240.120.000.05.001.000.805
  • Word
462
30/06/2000
სსმ, 27, 17/07/2000
240.120.000.05.001.000.805
“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.98) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი არ ვრცელდება სასაქონლო ნიშნით გაფორმებულ მოხმარების იმ საგნებსა და ვაჭრობის ხელშემწყობ მოწყობილობებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.

2. კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვებს „რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე“ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა“, ხოლო მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით (გარდა ტელეპროდუქციისა) არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას.“.

3. კანონის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. სპონსორობა

ამ კანონის მიხედვით, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევის და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. სპონსორული შენატანი განიხილება რეკლამის ღირებულებად, ხოლო სპონსორი და დასპონსორებული, შესაბამისად, რეკლამის დამკვეთად და რეკლამის გამავრცელებლად. სპონსორს უფლება არა აქვს ჩაერიოს რეკლამის მწარმოებლისა და გამავრცელებლის საქმიანობაში. სპონსორობის უფლება არა აქვთ იმ პირებს, რომელთა ნაწარმის ან საქმიანობის გავრცელებაც აკრძალულია ამ კანონით.“.

II. ეს კანონი აქმოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პრეზიდენტი

 ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 30 ივნისი

№462–IIს