საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2000
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.803
458
30/06/2000
სსმ, 27, 17/07/2000
080.000.000.05.001.000.803
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41 (48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება ნასამართლობის არმქონე მსჯავრდებულს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.“.

2. 861 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასრულწლოვანს თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება ოთხ წლამდე ვადით.“

3. 119-ე მუხლიდან, 130-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 133-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებიდან, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 147-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 170-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან, 187-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 188-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 227-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 234-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 238-ე მუხლიდან, 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 241-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 242-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 244-ე მუხლიდან, 245-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 246-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 247-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 248-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 251-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 275-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებიდან, 276-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებიდან, 277-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 278-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 281-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 282-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 283-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 284-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 287-ე მუხლიდან, 288-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 289-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 290-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 292-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 293-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან, 295-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 297-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან, 298-ე მუხლიდან, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილიდან, 302-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 303-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, 305-ე მუხლიდან, 315-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 320-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 321-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 323-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 342-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან, 347-ე მუხლიდან, 348-ე მუხლიდან, 354-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 360-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 367-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 369-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 383-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან, 384-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან, 386-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 392-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 393-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 394-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 395-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 396-ე მუხლიდან, 397-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 399-ე მუხლიდან, მე-400 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 401-ე მუხლიდან, 402-ე მუხლიდან, 403-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „გაუფრთხილებლობით“.

4. 110-ე მუხლის სანქციაში სიტყვა „სამ“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“.

5. 113-ე და 114-ე მუხლების სანქციებში სიტყვები „იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ხუთ წლამდე“.

6. 119-ე მუხლის სანქციაში სიტყვა „ათ“ შეიცვალოს სიტყვით „თორმეტ“.

7. 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები „აღკვეთით ვადით სამ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“.

8. 194-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ათი ათასი ლარის ზევით.“

9. 210-ე მუხლის:

ა) სათაურში სიტყვები „დამზადება ან გასაღება“ შეიცვალოს სიტყვებით „დამზადება, გასაღება ან გამოყენება“;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „გასაღების მიზნით ან გასაღება“ შეიცვალოს სიტყვებით „გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება“.

10. 212-ე მუხლის შენიშვნაში სიტყვები „ლითონის მონეტა ან ფასიანი ქაღალდი“ შეიცვალოს სიტყვებით „ლითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა“.

11. 219-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.“

12. 242-ე და 243-ე მუხლების მე-2 ნაწილების სანქციაში სიტყვა „რვა“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“, ხოლო სიტყვები „იმავე ვადით“ – სიტყვებით „ვადით რვა წლამდე“.

13. 246-ე და 248-ე მუხლების მე-2 ნაწილების სანქციაში სიტყვა „შვიდ“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“, ხოლო სიტყვები „იმავე ვადით“ – სიტყვებით „ვადით შვიდ წლამდე“.

14. მე-300 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „წყალსატევში“ შეიცვალოს სიტყვით „წყლებში“.

15. 362-ე მუხლის სათაურსა და პირველ ნაწილში სიტყვები „დამზადება ან გამოყენება“ შეიცვალოს სიტყვებით „დამზადება, გასაღება ან გამოყენება“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი.

2000 წლის 30 ივნისი.

№458–IIს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.