მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესის დამტკიცების თაობაზე

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 290040000.10.003.016992
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
318
31/07/2012
ვებგვერდი, 03/08/2012
290040000.10.003.016992
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/08/2012 - 27/04/2015)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №318

2012 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესის დამტკიცების თაობაზე

  მუხლი 1 . პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103 - მუხლის მე - 7 ნაწილის საფუძველზე და „ნორმატიული აქ­ტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 12 მუხლის შესაბამისად, დამტ­კიცდეს თანდართული „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციე­ლე­ბელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის და­ზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესი“ .

  მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ- მინისტრი         . მერაბიშვილი

 

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესი

    მუხლი 1. სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმი

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთ­ხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი აკრედიტებუ­ლი ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სა­დაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრება მათ მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმ­დებ­ლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ქონა .

    მუხლი 2. პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულოობა

1 . პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექ­სის შესაბამისად განსაზღვრული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მაინსპექტირებელი კერძო ინსპექტირების ორგა­ნოები ექვემდებარებიან სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევას .

2 . პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა ინსპექტირების ორ­გა­ნოს ფუნქციონირების მთლიანი პერიოდის განმავლობაში .

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემ­დეგი მნიშვნელობა :

) პასუხისმგებლობის დაზღვევა დაზღვევა , დაკავშირებული ინს­პექ­ტირების ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ან დამოუკი­დე­ბელი ინსპექტორის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში და ინ­სპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული კონტრაქტით გათვა­ლის­წინებული ვალდებულებების აღსრულების პროცესში მესამე ( ფიზი­კური ან იურიდიული ) პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან;

) პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება პასუხისმგებ­ლობის დაზღვევის შესახებ დადებული ხელშეკრულება ინსპექტირების ორგანოს ან დამოუკიდებელ ინსპექტორსა და სადაზღვევო კომპანიას შო­რის;

) სადაზღვევო შემთხვევა დაზღვეულის პასუხისმგებლობით გა­მო­წვეული , მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში და მესამე ( ფიზიკურ ან იურიდიულ ) პირთან დადებული ინსპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების აღ­ს­რულების პროცესში ამ უკანასკნელისათვის ან მისი ქონებისათვის მიყე­ნებული ზიანი;

) სადაზღვევო თანხა პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკ­რუ­ლებით გათვალისწინებული თანხის ის ოდენობა , რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო კომპანია კისრულობს ვალდებულებას, აანაზღაუროს სადა­ზღ­ვევო შემთხვევა;

) პასუხისმგებლობის დაზღვევის ობიექტი დამზღვევის ფინან­სური ვალდებულებები , რომლებიც დაკავშირებულია მის პასუხისმგებ­ლო­ბას­თან , საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით აანაზღაუ­როს პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მომეტებული ტექნიკური სა­ფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების განხორციე­ლების დროს მესამე ( ფიზიკური და იურიდიული ) პირის სიცოცხლი­სათ ­ ვის , ჯანმრთელობისათვის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი .

    მუხლი 4. პასუხისმგებლობის დაზღვევის საგანი

1 . პასუხისმგებლობის დაზღვევით სადაზღვევო კომპანია სრულად უნდა ანაზღაურებდეს ყველა შესაძლო ზიანს , რომელიც ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ან დამოუკიდებელმა ინს­პექ­ტორმა შეიძლება მიაყენოს მესამე ( ფიზიკურ და იურიდიულ ) პირს პრო­ფესიული საქმიანობისას , ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განხორციელების ფარგლებში .

2 . დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრუ­ლებაში ისეთი გამონაკლისების არსებობა , რომლებიც ეწინააღმდეგება ამ მუხლის პირველ პუნქტს .

3 . თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაში სადაზღვევო თანხამ სრუ­ლად უნდა აანაზღაუროს დაზღვეულის პროფესიული საქმიანობისას და მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებისას მისი პასუხისმგებლობით გამოწვეული ზიანი .

    მუხლი 5. სადაზღვევო თანხის ოდენობა

1 . კერძო ინსპექტირების ორგანოებისათვის განხორციელებული ინს­პექ­ტი­რე­ბისათვის მინიმალური წლიური სადაზღვევო თანხა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების შესაბამისად უნდა შეადგენ­დეს :

) კარიერის , მაღაროს , შახტის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის/და­მო­უკი­დებელი ინსპექტორისათვის , რომელიმე ჩამოთვლილთაგანის ან რა­მ­დენიმე ტიპის ობიექტის ერთად ინსპექტირებისათვის 500 , 000 . 00 ( ხუ­თასი ათასი ) ლარს;

) ნავთობბაზის , მაგისტრალური ნავთობსადენის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის/დამოუკიდებელი ინსპექტორისათვის , რომელიმე ჩამოთვ­ლილ­თაგანის ან ორივე ტიპის ობიექტის ინსპექტირებისათვის 500 , 000 . 00 ( ხუთასი ათასი ) ლარს;

) მაგისტრალური გაზსადენის მაინსპექტირებელი ორგანოსა­თ­ვის/და­­­მოუ­კიდებელი ინსპექტორისათვის 500 , 000 . 00 ( ხუთასი ათასი ) ლარს;

) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების ( ხელოვნური წყალსატევები , კაშხლები , სარეგულაციო ნაგებობები , ჰიდროტექნიკური ნაგებობები ) კონ­ს­ტრუქციული მდგრადობის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის/დამოუკი­დებელი ინსპექტორისათვის 500 , 000 . 00 ( ხუთასი ათასი ) ლარს;

) საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან/და ტერაკონის მაინსპექტი­რებელი ორგანოსათვის 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;

) ჟანგბადის წარმოების და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქება­საფრთხიანი პროცესის , თხევადი ჟანგბადის წარმოების , რეზერვუარში/ცი­ლინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის შემცველი ობიექტებიდან რომელიმე ჩამოთვლილთაგანის ან რამდენიმე ტიპის ობიექტის ერთად ინსპექ­ტი­რებისათვის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის 150 , 000 . 00 (ას ორმოც­დაათი ათასი ) ლარს;

) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამა­ცივრო დანადგარის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;

) საქვაბე დანადგარის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;

) ფუნიკულიორის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;

) საბაგირო გზის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;

) ატრაქციონის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;

) წნევაზე მომუშავე ჭურჭლის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის 150 , 000 . 00 ( ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;

) ექვს ტონაზე მეტი ტვირთამწეობის ამწე მოწყობილობის მაინსპექ­ტირებელი ორგანოსათვის 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;

) ექვსი ტონა და ნაკლები ტვირთამწეობის ამწე მოწყობილობის მა­ინსპექტირებელი ორგანოსათვის 75 , 000 . 00 ( სამოცდათხუთმეტი ათასი ) ლარს;

) მაინსპექტირებელი ორგანოსათვის შემდეგი ტიპის ობიექტების ინსპექტირების შემთხვევაში : ბუნებრივი გამოქვაბულებისა და მღვიმეე­ბის , სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, 75 , 000 . 00 ( სამოც­და­თხუთმეტი ათასი ) ლარს;

) ლიფტის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის 75 , 000 . 00 ( სამოცდა­თხუთმეტი ათასი ) ლარს;

) ესკალატორის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის 75 , 000 . 00 ( სა­მოც­დათხუთმეტი ათასი ) ლარს;

) სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მა­ინსპექტირებელი ორგანოსათვის 75 , 000 . 00 ( სამოცდათხუთმეტი ათასი ) ლარს .

2 . ცალკეული ( ინდივიდუალური ) ინსპექტორისათვის სადაზღვევო თანხის ოდენობა უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვ­რული თანხების ნახევრის ტოლი , გარდა „ა“ , „ბ“ , „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტებისა .

    მუხლი 6. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

როგორც ინსპექტირების ორგანო , ასევე სადაზღვევო კომპანია ვალ­დებულია სადაზღვევო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს .