დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 308 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 290160000.10.003.016981 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №308
2012 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0 -5 წლის (ჩათვლით ) ასაკის ბავშვების , 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა ), სტუდენტების , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0 -5 წლის (ჩათვლით ) ასაკის ბავშვების , 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა ), სტუდენტების , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012 , 290160000 .10 .003 .016838 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების:
ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონი საინვესტიციო ვალდებულებით , ინვესტორები, საინვესტიციო მოცულობები და ინვესტიციის განხორციელების ვადები (დანართი №5).“;
ბ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკური პირების შესახებ, შეთანხმებული ფორმატით.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან დევნილი მოსახლეობის შესახებ, რომელიც აღრიცხულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, შეთანხმებული ფორმატით.“.
2 . დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობები):
ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. მოსარგებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, ისარგებლოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, უარის თქმის მომდევნო თვიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პირი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს. ამ შემთხვევაში პირი დაზღვევით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს განცხადებით მიმართვის თვის პირველი რიცხვიდან, თუ პირი განეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსარგებლეთა კატეგორიას.“;
ბ) მე‑6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2 . თითოეულ დაზღვეულზე წლიური სადაზღვევო პრემიის ოდენობა განისაზღვრება ქ . თბილისში შესაბამის სამედიცინო რაიონში კონკურსის წესით გამარჯვებული მზღვეველის მიერ დაფიქსირებული ფასის მიხედვით . ამასთანავე , საქართველოს დანარჩენ სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონებში , მათ შორის , №5 დანართით განსაზღვრულ საინვესტიციო რაიონებში , სადაზღვევო პრემიის დადგენის წესი განისაზღვრება №2 და №5 დანართებით.“;
გ) მე-7 მუხლის:
გ.ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზაში 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ რეგისტრირებული სტუდენტებისათვის, სააგენტოსათვის მონაცემების წარდგენის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).“;
გ.ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (სტუდენტები) სტატუსის მოხსნა ავტომატურად გამოიწვევს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან სადაზღვევო პერიოდის შეწყვეტას. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში განხორციელდება ახალი სადაზღვევო პერიოდის განსაზღვრა, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუმცა ჯამურად დაზღვევის მოქმედების ვადა ვერ იქნება ამავე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრულ პერიოდზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა წარმოებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სააგენტოში წარდგენილი სათანადო ინფორმაციის საფუძველზე.
8. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის ( შშმ ბავშვები) დაზღვევის მოქმედება იწყება:
ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს მიერ კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული შშმ ბავშვებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;
ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მიერ კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული შშმ ბავშვებისათვის – აღრიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა);
გ) იმ შშმ ბავშვებისათვის, რომლებიც ამ სტატუსით არ არიან აღრიცხული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სააგენტოში განცხადებისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა), სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ვადის შესაბამისად.“;
გ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (მკვეთრად გამოხატული შშმპ) დაზღვევის მოქმედება იწყება:
ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს მიერ კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;
ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მიერ კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის – აღრიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა);
გ) იმ მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის, რომლებიც ამ სტატუსით არ არიან აღრიცხული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სააგენტოში განცხადებისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა), სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ვადის შესაბამისად.“;
დ) მე-8 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15 . №5 დანართით განსაზღვრული სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია იმავე დანართით განსაზღვრულ სამედიცინო რაიონებში და ვადებში შექმნას სამედიცინო ცენტრი , არანაკლებ მითითებული საწოლფონდისა, ქვეყანაში არსებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვით . სამედიცინო ცენტრი დასრულებულად ჩაითვლება უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე . სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ სამედიცინო ცენტრის დასრულების შესახებ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დასკვნის მომზადებამდე გასული პერიოდი არ ჩაითვლება პირობის შეუსრულებლობის საფუძვლად .“.
3 . დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ ) სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონი საინვესტიციო ვალდებულებით (დანართი №5 ), რომლის შესასრულებლად მზღვეველს სახელმწიფოს მხრიდან სიმბოლურ ფასად გადაეცემა რაიონში არსებული შესაბამისი უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით) – სადაზღვევო პრემია განისაზღვრება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ანალოგიურად;
გ) სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონი საინვესტიციო ვალდებულებით (დანართი №5 ), რომლის შესასრულებლად მზღვეველს სახელმწიფოს მხრიდან მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობების გარეშე) გადაეცემა შესაბამისი აქტით განსაზღვრულ ფასად ან სიმბოლურ ფასად ან თუ მზღვეველს უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით) სიმბოლურ ფასად არ გადაეცემა – სადაზღვევო პრემია 2013 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ანალოგიურად , რასაც დაემატება წლიურ სადაზღვევო პრემიაზე ფასნამატი 12 ლარის ოდენობით .“.
4 . დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესი) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„5. დაზღვევაზე უფლების მქონე პირების სიები მუშავდება სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა 2 თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით; ხოლო 2012 წლის 1 აგვისტოდან დაზღვევაზე უფლების მქონე პირების სიები მუშავდება სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით.“.
5 . დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №6 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 27 ივლისიდან .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
„დანართი №5
სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონი საინვესტიციო ვალდებულებით , ინვესტორები, საინვესტიციო მოცულობები და ინვესტიციის განხორციელების ვადები
№ | სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონი | ინვესტორი | მინიმალური საწოლფონდი | დასრულების ვადა |
1 | ხარაგაული | შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ | 5 | 01.09.2013 |
2 | ხარაგაული (ბორითი) | შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ | 5 | 31.12.2012 |
3 | ახალციხე | სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“ | 50 | 01.12.2013 |
4 | ნინოწმინდა | სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“ | 25 | 01.09.2013 |
5 | ყაზბეგი (გუდაური) | სს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ | გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი | 01.09.2013 |
6 | ლანჩხუთი | შპს „სადაზღვევო კომპანია ალფა“ | 20 | 01.09.2013 |
7 | ჩოხატაური | შპს „სადაზღვევო კომპანია ალფა“ | 5 | 01.09.2013 |
8 | დედოფლისწყარო | სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ | 15 | 01.09.2013 |
9 | ქარელი | შპს სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფი“ | 20 | 01.09.2013 |
10 | ვანი | სს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ | 5 | 01.09.2013 |
11 | ასპინძა | სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“ | 5 | 01.09.2013 |
12 | ლენტეხი | შპს სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფი“ | 5 | 01.09.2013 |
13 | ახალქალაქი | სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“ | 35 | 01.09.2013.“. |
დოკუმენტის კომენტარები