დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 301 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 290160000.10.003.016977 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №301
2012 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012, 290160000.10.003.016838) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე‑2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები 0-5 წლის (ჩათვლით) და საპენსიო ასაკის მოსახლეობის შესახებ შეთანხმებული ფორმატით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) მე‑5 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ის პირები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მისამართი აქვთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ამასთან, არ ფიქსირდებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ მონაცემთა ბაზაში, სადაზღვევო ვაუჩერის საფუძველზე, სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კონკურსში გამარჯვებულ მზღვეველთან.
3. ის პირები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მისამართი აქვთ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორია, ამასთან, არ ფიქსირდებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ მონაცემთა ბაზაში, სადაზღვევო ვაუჩერის საფუძველზე, სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებენ გორის მუნიციპალიტეტში კონკურსში გამარჯვებულ მზღვეველთან.“;
ბ) მე‑6 მუხლის მე‑5 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაზღვეული პირის გარდაცვალებისას (სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის შესაბამისად);“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თუ პირი იმყოფება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებობს ინფორმაცია პირის პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის/მოთავსების თაობაზე);“;
გ) მე‑7 მუხლის:
გ.ა) მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები) სადაზღვევო პერიოდის მოქმედება იწყება:
ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული პირებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;
ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ დაბადებული და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული პირებისათვის – დაბადების თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა), მიუხედავად სადაზღვევო ბაზაში რეგისტრაციამდე ახალშობილის გარდაცვალებისა;
გ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული პირებისათვის (ეს არ შეეხება დაბადებისთანავე აღრიცხულებს) – აღრიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან.“;
გ.ბ) მე‑4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული საპენსიო ასაკის პირებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;
ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ – საპენსიო ასაკის მიღწევის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა);“;
დ) მე‑8 მუხლის მე‑3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან კონტრაქტის დადებისას მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვა, კერძოდ, ამბულატორიული მომსახურება მოსარგებლეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი განსხვავებულია, მოსარგებლეს შეუძლია მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და შეიცვალოს რეგისტრაციის მისამართი, რის შესახებაც სააგენტო ყოველთვიურად აცნობებს შესაბამის სადაზღვევო კომპანიას. სადაზღვევო კომპანია ვალდებულია მოსარგებლეს მომსახურება გაუწიოს ახალი რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად. ალტერნატიულად, მოსარგებლეს შეუძლია მიმართოს სადაზღვევო კომპანიას ფაქტობრივი მისამართის ცვლილების შესახებ და სადაზღვევო კომპანიას შეუძლია მოსარგებლეს მომსახურება გაუწიოს ახალი ფაქტობრივი მისამართის შესაბამისად;“ .
3. დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაზღვევი პირების სიების ფორმირების წყაროს წარმოადგენს დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოები – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ი . მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები