დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 274 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 340120000.10.003.016947 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №274
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„ სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულ ტურების სათესი და სარ გავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 15/04/2011, 340120000.10.003.016333) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ სასოფლო-სამეურნეო პესტიციდე ბისა და აგროქიმიკა ტე ბის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხა
პესტიციდები და აგროქიმიკატები:
ნომენკლატურის სასაქონლო კოდი | საქონლის დასახელება | შენიშვნა |
3808 92 100 00 | პრეპარატები სპილენძის ნაერთების ფუძეზე |
|
3808 99 100 00 | როდენტიციდები |
|
3808 99 900 00 | პესტიციდები დანარჩენი |
|
3102 80 000 00 | შარდოვანას და ამონიუმის ნიტრატის ნარევები წყალხსნარში ან ამონიუმის ხსნარში |
|
3102 10 100 00 | სასუქი შარდოვანა, მათ შორის, წყალხსნარში, აზოტის შემცველობით 45 მას. %-ზე მეტი, მშრალ უწყლო პროდუქტზე გადაანგარიშებით |
|
3102 60 000 00 | კალციუმის ნიტრატისა და ამონიუმის ნიტრატის ორმაგი მარილები და ნარევები |
|
თესლი და სარგავი მასალა:
სეს ესნ სასაქონლო კოდი | საქონლის დასახელება | შენიშვნა |
0602 10 | დაუფესვიანებელი კალმები და გადანაწვენები |
|
0602 20
| ხეები, ჯაგნარები და ბუჩქნარები, დამყნობილი ან დაუმყნობელი, საჭმელი ნაყოფის ან კაკლის მომცემი |
|
0602 90 300 00 | ბოსტნეული კულტურების, მარწყვისა და ხენდროს მცენარეები |
|
0602 90 510 00 | ღია გრუნტის მრავალწლიანი მცენარეები, ხეების, ჯაგნარებისა და ბუჩქნარების გარდა |
|
0602 90 590 00 | ღია გრუნტის მცენარეები, ხეების, ჯაგნარებისა და ბუჩქნარების გარდა დანარჩენი |
|
0602 90 700 00 | დაფესვიანებული კალმები და ნორჩი მცენარეები, კაქტუსის გარდა |
|
0713 33 100 00 | ლობიო ( დასათესად) |
|
0701 10 000 00 | სათესლე კარტოფილი |
|
0712 90 110 00 | ჰიბრიდული შაქრიანი სიმინდი ( დასათესად) |
|
1001 91 100 00 1001 91 200 00 | სპელტა ( დასათესად), რბილი ხორბალი და მესლინი, სათესლე |
|
1003 10 0 00 00 | ქერი (სათესლე) |
|
1005 10 | სიმინდი (სათესლე) |
|
1007 10 100 00 | მარცვლოვანი სორგო (დასათესი ჰიბრიდები) |
|
1201 10 0 00 00 | სოიოს ცერცვი (დასათესად) |
|
1205 10 100 00 | რაფსის ან კოზლას თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად) |
|
1206 00 100 00 | მზესუმზირის თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად) |
|
1209 | თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად. |
|
შენიშვნა: თუ ნუსხაში მითითებულია ექვსნიშნა სასაქონლო სუბპოზიცია ან ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია, მაშინ იგულისხმება, რომ გათავისუფლება ვრცელდება მოცემული სუბპოზიციის ან პოზიციის ყველა საქონელზე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 15 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები