„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.016940
  • Word
267
18/07/2012
ვებგვერდი, 20/07/2012
340170000.10.003.016940
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №267

2012 წლის 18 ივ ისი

ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/ 2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

ა) მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე საბაჟო ტერმინალი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილი, სადაც რეგულირებადი ობიექტების მიმართ ხორციელდება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი;“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთის შემოტანისას რეგულირებადი ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გაუგზავნოს შემოსატანი ტვირთის შესახებ მონაცემები იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს, რომლის გავლითაც მოხდება ტვირთის შემოტანა:

ა) სახმელეთო გზით შემოტანამდე – 24 საათით ადრე;

ბ) საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;

გ) საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე არანაკლებ 2 საათით ადრე.“;

გ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთი იმპორტის ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია ტვირთის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია არის იმ ტვირთის ნაწილი, რომელზედაც გაიცა იმპორტის ნებართვა. ამ შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის ორიგინალი რჩება გამგზავნ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, სათანადო აღნიშვნით, სანამ სასაქონლო პარტიის ბოლო ნაწილი არ შემოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ხოლო იმპორტის ნებართვის ასლისათვის უფლებამოსილი პირი უთითებს შემოტანილი სასაქონლო პარტიის რაოდენობას, ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და უბრუნებს რეგულირებადი ობიექტისათვის პასუხისმგებელ პირს, ხოლო ბოლო სასაქონლო პარტიას მიჰყვება მისი ორიგინალი.“;

დ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანზიტული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, ფიტოსანიტარიული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფიტოსანიტარიულ პროცედურებს.“.

2. „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის (შემდგომში – ვეტერინარული წესი) მიზანია სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო (შემდგომში – ვეტერინარული კონტროლი) კონტროლის განხორციელების პროცედურების დადგენა, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანის ან/და გადაადგილების პირობებისა და სავალდებულო ქმედებების განსაზღვრა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის OIE-სა და FAO-ს პრინციპების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანისას კონტროლის ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გაუგზავნოს შემოსატანი საქონლის შესახებ მონაცემები იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს, რომლის გავლითაც მოხდება საქონლის შემოტანა:

ა) სახმელეთო გზით შემოტანამდე – 24 საათით ადრე;

ბ) საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;

გ) საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე, არანაკლებ 2 საათით ადრე.“;

გ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთი იმპორტის ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია საქონლის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია არის იმ ტვირთის ნაწილი, რომელზედაც გაიცა იმპორტის ნებართვა. ამ შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის ორიგინალი რჩება გამგზავნ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, სათანადო აღნიშვნით, სანამ სასაქონლო პარტიის ბოლო ნაწილი არ შემოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ხოლო იმპორტის ნებართვის ასლისათვის უფლებამოსილი პირი უთითებს შემოტანილი სასაქონლო პარტიის რაოდენობას, ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და უბრუნებს კონტროლის ობიექტისათვის პასუხისმგებელ პირს, ხოლო ბოლო სასაქონლო პარტიას მიჰყვება მისი ორიგინალი.“;

დ) მე-14 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ტრანზიტული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, ვეტერინარული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს.“;

დ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის ტრანზიტი სრულდება ქვეყანაში შემოსვლიდან 10 დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საწყობის ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციები.

4. ტრანზიტული საქონლის შენახვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში იმ პირობით, თუ:

ა) ფიზიკურად განცალკევებული იქნება იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლისაგან;

ბ) მასზე ხორციელდება მხოლოდ შენახვისათვის ან/და სასაქონლო პარტიის დანაწილებისათვის ან/და ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ოპერაციები;

გ) არ ხდება მისი შეფუთვის შეცვლა.“;

ე) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში და თავისუფალ ზონაში

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შენახვა შეიძლება განხორციელდეს საბაჟო საწყობსა და თავისუფალ ზონაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის ობიექტისათვის პასუხისმგებელ პირს წინასწარ გაცხადებული აქვს საქონლის იმპორტში მოქცევის ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განხორციელების განზრახვა, აგრეთვე, თუ დაკმაყოფილებულია საქონლის იმპორტის პირობებთან შესაბამისობა.

2. თუ კონტროლის ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ არ არის გაცხადებული საქონლის საბოლოო დანიშნულება, საქონელი ჩაითვლება იმპორტში მოსაქცევად. იმპორტის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით აღნიშნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ, იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას. ვეტერინარული კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი პირი იღებს ვეტერინარული წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

3. საბაჟო საწყობი და თავისუფალი ზონა უნდა აკმაყოფილებდეს „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით განსაზღვრულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          . მერაბიშვილი