დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 258 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.016931 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №25 8
2012 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) და 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„ 32. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ასევე უფლებამოსილია ამ პუნქტში მითითებული ღონისძიებების დამთავრე ბის შემდეგ დაასრულოს დაწყებული მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა და განახორციელოს იმ ობიექტების ზედამხედველობა და ექსპლუატაციაში მიღება, რომლებზეც გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვა ან დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა.“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები