დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 289 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/05/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 15/05/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.100.000.05.001.000.768 |
საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 14 (21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „ისეთი ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებენ“ შეიცვალოს სიტყვებით „თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ“.
2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „65-ე–73-ე, 78-ე–781, 133-ე–1331 და 2381“ შეიცვალოს სიტყვებით „143–144-ე, 224-ე, 308–321-ე, 323–331-ე“.
3. მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „შეიარაღებულ“ შეიცვალოს სიტყვით „სამხედრო“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 5 მაისი.
№289–IIს
დოკუმენტის კომენტარები