დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6600-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.04.001.016054 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) 5 7-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 29 ივნისი.
№6600-რს
დოკუმენტის კომენტარები