„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.016549
  • Word
561
11/07/2012
ვებგვერდი, 11/07/2012
010210040.08.002.016549
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №561

2012 წლის 11 ივისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტში სიტყვები: „ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.“ შეიცვალოს სიტყვებით: „ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, რომელთაც ( ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეების გარდა) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი